2016-12-23 15:28:36, 3064 ნახვა
მსოფლიო
ლიბიური ავიახაზების თვითმფრინავი სავარაუდოდ გაიტაცეს
სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ლიბიაში შიდა რეისს ასრულებდა, სავარაუდოდ გაიტაცეს და მალტის საერთაშორისო აეროპორტში დასვეს, - ამის შესახებ BBC იუწყება.
მედიის ცნობით, თვითმფრინავი ავიაკომპანია Afriqiyah Airways-ს ეკუთვნის. გავრცელებული ინფორმაციით, ავიალაინერის ბორტზე 118 მგზავრი იმყოფება.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბორტზე 2 გამტაცებელია. ისინი თავის აფეთქებით იმუქრებიან. გამტაცებლების მოთხოვნები უცნობია.
მალტას საერთაშორისო აეროპორტში მობილიზებულია სპეცრაზმი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან