11:23 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-23 14:11:21, 2443 ნახვა

მსოფლიო
Reuters: ბერლინის ტერაქტის ჩადენაში ეჭვმიტანილი იტალიაში მოკლეს

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ბერლინში საშობაო ბაზარზე ტერაქტის მოწყობაშია ეჭვმიტანილი, იტალიაში სამართალდამცველების მიერაა ლიკვიდირებული, - ამის შესახებ Reuters-ი იუწყება.

Sky News-ის ინფორმაციით, იტალიის შინგანა საქმეთა მინისტრი საგანგებო პრესკონფერენციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ცოტახანში გამართავს.

შს მინისტრ მარკო მინიტის განცხადებით, მოკლული ეჭვმიტანილი ანის ამრია და ამაში გამოძიებას არანაირი ეჭვი არ აქვს.

"ეჭვგარეშეა, რომ მოკლული ანის ამრია, რომელმაც ბერლინის საშობაო ბაზარში ტერაქტი მოაწყო. ცხედარს ექსპერტიზა ნაწილობრივ უკვე ჩაუტარდა, კერძოდ გარდაცვლილის იდენტიფიკაცია თითის ანაბეჭდებით მოხდა. ამრის ლიკვიდაცია სამართალდამცველებმა მაშინ მოახდინეს, როდესაც ის სადგურზე შენიშნეს", - განაცხადა მინიტიმ. 

როგორც სააგენტო წერს, ეჭვმიტანილი პოლიციის კორდონის ალყაში აღმოჩნდა, რა დროსაც ორმხრივი სროლა დაიწყო და ტუნისელი ეჭვმიტანილი სამართალდამცველებმა მოკლეს.

მედიის ცნობით, ტუნისელმა ეჭვმიტანილმა ერთი სამართალდამცველი დაჭრა. 

შეგახსენებთ, რომ გერმანიის დედაქალ ბერლინში საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომანქანის შევარდნის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 48 კი მძიმედ დაშავდა. ​ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა. 

ცნობისთვის, გერმანიის ხელისუფლებას ბერლინის ბაზრობაზე თავდასხმაში ეჭვმიტანილის, 24 წლის ტუნისელი ანის ამრის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ 100 ათასი ევროს ოდენობის ჯილდო ჰქონდა დაწესებული. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთში წიწიბურას ფასები კვლავ გაიზარდა
ირანზე გამარჯვება ხელიდან ეცლება: ტრამპი სულ უფრო მეტად ემუქრება მოკავშირეებს - Washington Post
ფესტივალი ZEIMI - ქართული კულტურისა და გემოს დღესასწაული ნიუ-იორკში თიბისის მხარდაჭერით გაიმართება
თბილისში, მოქალაქის დაყაჩაღებისთვის 5 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics