12:17 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-23 12:37:23, 2452 ნახვა

მსოფლიო
სირიის სამთავრობო ძალებმა ალეპოზე სრული კონტროლის აღდგენის შესახებ განაცხადეს

სირიის სამთავრობო ძალებმა ალეპოზე  სრული კონტროლის აღდგენის შესახებ ოფიციალურად განაცხადეს, - ამის შესახებ BBC სირიის არმიის მეთაურის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

როგორც მედია საშუალება წერს, ალეპოს აღმოსავლეთი ნაწილი ყველა ამბოხებულმა და მშვიდობიანმა მცხოვრებმა დატოვა. 

"სირიის არმიის მეთაურობა აცხადებს ალეპოში მშვიდობისა და უსაფრთხოების აღდგენის შესახებ", - ნათქვამია სირიის არმიის მეთაურობის განცხადებაში.

აღმოსავლეთ ალეპოდან ამბოხებულებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია 15 დეკემებრს დაიწყო. ბოლო 1 კვირის მონაცემებით, ალეპოდან 34 ათასი მშვიდობიანი მოსახლეა ევაკუირებულია. ევაკუაციასთან დაკავშირებით შეთანხმებას მხარეებმა რუსეთისა და თურქეთის შუამავლობით მიაღწიეს. ევაკუაციის პროცესი შეფერხებით მიმდინარეობდა, რადგან კონფლიქტის მხარეები ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში პერმანენტულად ადანაშაულებდნენ.

ცნობისთვის, 19 დეკემბერს გაერო-ს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელმაც ალეპოში ადამიანის უფლებების დაცვის მონიტორინგი უნდა უზრუნველყოს. გაერო ალეპოში დამკვირვებელთა 20-კაციან ჯგუფს გაგზავნის.

შეგახსენებთ, რომ სირიის სიდიდით მეორე ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილს 4 წლის განმავლობაში ამბოხებულები აკონტროლებდნენ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics