22:20 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-23 09:50:53, 1761 ნახვა

სამართალი
შსს-ს ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრში უწყებათაშორისო სასწავლო კურსი ჩატარადა

შსს-ს  სასაზღვრო პოლიციის ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრში, სუფსაში, უწყებათშორისი სასწავლო კურსის შემაჯამებელ ეტაპს სასაზღვრო პოლიციის უფროსი დათო ნიკოლეიშვილი,  საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გოგა რაზმაძე და აშშ-ს სანაპირო დაცვის წარმომადგენელი, მესამე რანგის კაპიტანი ლიბი რასმუსენი დაესწრნენ.

შსს-ს ინფორმაციით, სწავლების მიზანი იყო, უწყებათშორისი საინფორმაციო უზრუნველყოფის გზით, ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრში შემავალი უწყებების შესაძლებლობების გაუმჯობესება, რათა მათ დროულად მოახდინონ რისკების გამოვლენა, უზრუნველყონ ზღვაზე სამართლებრივი რეჟიმის დარღვევის პრევენცია და მათზე მყისიერი რეაგირება.

მათივე ცნობით, ტრენინგს ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის წარმომადგენელი ლიბი რასმუსენი უძღვებოდა. საქართველოში 3 კვირიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელი ტრენერი ქართულ მხარეს ერთიანი მართვის ცენტრისათვის დაკისრებული ამოცანებისა და საქმიანობის სწორი მიმართულებით წარმართვაში ეხმარებოდა.

ერთიანი მართვის ცენტრი, შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ბაზაზე, სადგურ „სუფსას“ ტერიტორიაზე, აშშ-ს ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის დაფინანსებით აშენდა. ცენტრში 8 სახელმწიფო უწყებაა გაერთიანებული, რომელებსაც კოორდინაციას შს სამინისტრო უწევს.

ცენტრის მიზანია: საქართველოს საზღვაო სივრცეში არსებული საფრთხეების წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა; ზღვაზე არალეგალური ქმედებების, საზღვაო ინციდენტებისა და საზღვაო სივრცის სამართლებრივი რეჟიმის კონტროლი; პრევენცია, გამოვლენა და რეაგირება დარღვევებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნიან, როგორც საქართველოს, ისე მთელ რეგიონს; საზღვაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლის ერთიანი სისტემის შექმნა; ერთიანი მართვის ცენტრის მონაწილე უწყებების მიერ ერთობლივი საზღვაო ოპერაციების, ასევე, კრიზისულ სიტუაციებში შეთანხმებულ მოქმედებათა დაგეგმვისა და განხორციელების უზრუნველყოფა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics