11:18 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-22 10:50:04, 1965 ნახვა

მსოფლიო
ერდოღანი: რუსეთის ელჩის მკვლელი ფეთჰულა გიულენის მხარდამჭერი იყო

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, რუსეთის ელჩის ანდრეი კარლოვის მკვლელი აშშ-ში მცხოვრები მუსლიმი მქადაგებლის ფეთჰულა გიულენის მხარდამჭერი იყო.

როგორც ერდოღანმა აღნიშნა, მკვლელი გიულენის ქსელის ნაწილი იყო. 

“აზრი არ აქვს დამალვას, რომ ის გიულენის ქსელის ნაწილი იყო. მისი კავშირები ამაზე მიუთითებს”, - განაცხადა ერდოღანმა. თურქეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თავდამსხმელს ასევე კავშირები ჰქონდა საზღვარგარეთ, თუმცა ერდოღანს დეტალები არ დაუკონკრეტებია.

ცნობისთვის, არსებული ინფორმაციით, ელჩის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე შეიარაღებულმა  კოალიციამ “ჯეიშ ალ-ფათჰმა” აიღო, რომელშიც დაჯგუფება “ალ-ნუსრას ფრონტი” შედის. თუმცა ორივე დაჯგუფების წარმომადგენლებმა აღნიშნული ინფორმაცია უარყვეს. “ალ-ნუსრას ფრონტის” წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ორგანიზაციაში მომხდარის შესახებ მედიიდან შეიტყვეს და მკვლელობასთან არანაირი კავშირი არ აქვთ.

რუსეთის ელჩის მკვლელობას თურქული სამთავრობო მედიასაშუალებები ფეთჰულა გიულენს უკავშირებენ. თავად გიულენი კარლოვზე თავდასხმასთან ყველანაირ კავშირს უარყოფს და ელჩის მკვლელობას გმობს.

შეგახსენებთ, რომ 19 დეკემბერს ანკარაში ფოტოგამოფენის გახსნისას ყოფილმა პოლიციელმა, 22 წლის ახალგაზრდამ მევლუთ მერტ ალტინტასმა რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი რამდენიმე გასროლით მოკლა. ვიდეოჩანაწერში ისმის, როგორ ყვიროდა თავდამსხმელი "ალაჰუ აკბარ! არ დაგავიწყდეთ ალეპო! არ დაგავიწყდეთ სირია!" რუსეთმა თურქეთში 18-კაციანი საგამოძიებო ჯგუფი გაგზავნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics