10:22 - 21 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-20 17:57:42, 2556 ნახვა

მსოფლიო
Die Welt: ბერლინში ტერაქტის შემსრულებელი თავისუფალია - პოლიციამ სხვა პირი დააკავა

ბერლინში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმის შემსრულებელი თავისუფალია, - ამის შესახებ გერმანული გამოცემა Die Welt-ი იუწყება.

Die Welt-ის ინფორმაციით, პოლიციამ შეცდომით სხვა ადამიანი დააკავა. დაკავებული პაკისტანელი ლტოლვილი სატვირთო მანქანის მძღოლი არ არის.

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრ ტომას დე მაზიერის განაცხადებით, 19 დეკემბერს დაკავებული მამაკაცი დანაშაულს კატეგორიულად უარყოფს. ბერლინის პოლიციის უფროსი კლაუს კანდტი ასევე დარწმუნებული არ არის, რომ დაკავებულს კავშირი აქვს თავდასხმასთან.

“არსებობს ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ ეს ადამიანი მართავდა სატვირთო მანქანას”,  - განაცხადა ბერლინის პოლიციის უფროსმა.

ამასთან, პოლიციამ დაადასტურა, რომ მგზავრი, რომელიც სატვირთო მანქანაში გარდაცვლილი აღმოაჩინეს, პოლონეთის მოქალაქეა. პოლონურ კომპანიაში, რომელსაც მანქანა ეკუთვნოდა, განაცხადეს, რომ მძღოლთან კავშირი ტრაგედიამდე რამდენიმე საათით ადრე დაკარგეს.

როგორც გამოცემა იტყობინება, თავდამსხმელი შეიარაღებული და საშიშია.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის დედაქალ ბერლინში საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომანქანის შევარდნის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 48 კი მძიმედ დაშავდა. ​ მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics