2016-12-20 01:10:38, 2124 ნახვა
მსოფლიო
მედვედევი ელჩის მკვლელობაზე: რუსეთი ამას დაუსჯელად არ დატოვებს
რუსეთი ამას დაუსჯელად არ დატოვებს, - ასე ეხმაურება რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი თურქეთში, რუსეთის ელჩის მკვლელობას.
მისი განცხადებით, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ელჩის მკვლელობა უმძიმესი დანაშაულია, რომელიც ცივილიზებული ურთიერთობების ფარგლებს სცილდება. მედვედევის თქმით, ყველამ, ვინც ამის ორგანიზებასთან არის დაკავშირებული, პასუხი უნდა აგოს.
"ანდრეი კარლოვის იარაღი იყო მოლაპარაკებები, მაგრამ მკვლელები სხვა ენაზე საუბრობენ. ეს ენა მიუღებელია ყველა ნორმალური ადამიანისთვის, რომელთა ღირებულებებსაც ანდრეი კარლოვი თავისი სიცოცხლით იცავდა. ის დაიღუპა, როგორც გმირი. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ელჩის მკვლელობა უმძიმესი დანაშაულია, რომელიც ცივილიზებული ურთიერთობების ფარგლებს სცილდება. რუსეთი ამას დაუსჯელად არ დატოვებს. ყველამ, ვინც ამის ორგანიზებასთან არის დაკავშირებული, პასუხი უნდა აგოს", -განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.
მომხდარს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ "ბანდიტები თავიანთ თავზე იგრძნობენ ამ პასუხს.
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, ელჩის მკვლელობა ღია პროვოკაციაა, რომელიც რუსულ-თურქული ურთიერთობების წინააღმდეგაა მიმართული.
შეგახსენებთ, თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობას დაკავშირებით, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ თურქეთში რუსეთის ელჩის მკვლელობა რუსულ-თურქულ ურთიერთობებს ჩრდილს ვერ მიაყენებს.
ცნობისთვის, თურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი მოკლეს. „ჩვენ ვკვდებით ალეპოში, თქვენ აქ მოკვდებით“- დაიყვარია მკვლელმა, როდესაც ელჩის მისამართით სროლა განახორციელა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან