2016-12-16 14:56:59, 2403 ნახვა
მსოფლიო
პესკოვი: ამერიკამ ან უნდა შეწყვიტოს საუბარი რუსულ ჰაკერულ შეტევებზე ან მტკიცებულებები წარადგინოს
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ვაშინგტონმა ან უნდა შეწყვიტოს საუბარი რუსულ ჰაკერულ შეტევებზე ან მტკიცებულებები წარადგინოს, სხვაგვარად ასეთი საქციელი მიუღებელია, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში აშკარა ჩარევის გამო ზომებს მიიღებს.
"ვფიქრობ, ეჭვგარეშეა, რომ იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის მთავრობა ცდილობს ჩვენი არჩევნების პატიოსნებაზე ზეგავლენის მოხდენას, ჩვენ ზომებს უნდა მივმართოთ", - განაცხადა ბარაკ ობამამ.
მედია საშუალების ინფორმაციით, აშშ-ში წინასაარჩევნო კამპანიის დროს კიბერთავდასხმა განხორციელდა დემოკრატიული პარტიის სერვერებზე და ჰილარი კლინტონის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ჯონ პოდესტას ელექტრონულ ფოსტაზე. მოპარული მიმოწერა ვებგვერდ "ვიკილიქსზე" გამოქვეყნდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან