2016-12-14 19:24:39, 2679 ნახვა
მსოფლიო
ალეპოს მხარდასაჭერად, საფრანგეთის დროით 20:00 სათზე, ეიფელის კოშკი ჩაბნელდება
პარიზში, საფრანგეთის დროით 20:00 საათზე ქვეყნის მთავარი სიმბოლო ეიფელის კოშკი ალეპოს მხარდასაჭერად ჩაბნელდება. ამის შესახებ Twitter-ის პირად გვერდზე პარიზის მერი ანა იდალგო წერს.
"დღეს საღამოს 20 საათზე, ალეპოსა და მისი მცხოვრებლების მხარდასაჭერად, ეიფელის კოშკი, როგორც პარიზის სიმბოლო, ჩაბნელდება", - წერს ანა იდალგო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან