2016-12-14 12:41:28, 1013 ნახვა
საზოგადოება
გივი თარგამაძე პროკურატურაში დაიბარეს
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გივი თარგამაძე თბილისის პროკურატურაში დაიბარეს.
როგორც „ექსპრესნიუსს“ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურიდან აცნობეს, თარგამაძე პროკურატურაში 13:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.
ამ ეტაპზე უცნობია რასთან დაკავშირებით არის თარგამაძე პროკურატურაში დაბარებული.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან