2016-12-14 10:57:05, 979 ნახვა
საზოგადოება
სტადიონ ბენდელაზე „სეუ“ და „წისქვილი“ ერთმანეთს დაუპირისპირდებიან
ხვალ დიდი ფინალია!
სტადიონ „ბენდელაზე“ მოყვარული ფეხბურთელები საქართველოს ჩემპიონს გამოავლენენ.
ფინალში ერთმანეთს „სეუ“ და „წისქვილი“დაუპირისპირდებიან.
მატჩი 16:30 დაიწყება და ტრანსლირება Youtube -სა და Facebook -ის მეშვეობით livestream რეჟიმში განხორციელდება, რომელსაც პირდაპირ ეთერში silk tv -ის კომენტატორი გიორგი კალატოზი გაუძღვება.
მთავარი მსაჯი - პაპუნა მაჭარაძე, ასისტენტები - არჩილ კოკაია; ირაკლი უკლება,ბორის გლუშჩუკი, დავით ფიფია, ხათუნა მაისურაძე.
დასწრება თავისუფალია
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან