2016-12-13 15:07:16, 1371 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტი ოპერატორ სოფო ბობოხიძის გარდაცვალების გამო, ოჯახს და ქართულ მედიას სამძიმარს უცხადებს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორისა და ჟურნალისტის, სოფო ბობოხიძის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ეკა მიშველაძემ განაცხადა.
“პირველ რიგში, პრეზიდენტის სახელით და, რა თქმა უნდა, პირადად ჩემგან, სამძიმარს ვუცხადებ ქართულ მედიას საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორისა და ჟურნალისტის სოფო ბობოხიძის გარდაცვალების გამო. ეს არის უდიდესი ტრაგედია და დანაკარგი. თანავუგრძნობთ სოფოს ოჯახს, ტელემედიაში მომუშავე ჟურნალისტებს და სოფოს კოლეგებს”, - განაცხადა მიშველაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან