|
2016-12-13 13:46:56, 3551 ნახვა
საზოგადოება
„სადარბაზოს დეზინფექციისთვის 2 ლარი უნდა გადაიხადოთ“ - ვინ არიან მოსახლეობასთან გაუფრთხილებლად მისული „სტუმრები“
„სადარბაზოს დეზინფექციისთვის 2 ლარს ვაგროვებთ, უნდა გადაიხადოთ, აი, ყველამ გადაიხადა“ –ამგვარი სერვისით დედაქალაქის მოსახლეობას შპს „გოგიშას“ წარმომადგენლები ხშირად სტუმრობენ. შპს “გოგიშა“ ის კომპანიაა, რომლის შესახებაც რამდენიმე თვის წინ, მედიის საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ მერიის სახელით, სადარბაზოებში, სავარაუდოდ, თაღლითური ჯგუფები მოქმედებდნენ. თბილისის მერიას მხოლოდ გარე დასუფთავება ევალება, ის სადარბაზოებს დეზინფექციას არ უტარებს. ამიტომ, თბილისელებმა გაფრთხილება მიიღეს, რომ სადარბაზოს დეზინფექციისთვის მერიის სახელით მისულ ადამიანებს თანხა არ გადაუხადონ. როგორც ჩანს, მოსახლეობას დაავიწყდა... შპს „გოგიშას“ წარმომადგენლები ახლა უკვე არა მერიის, არამედ საკუთარი კომპანიის სახელით დადიან და სადარბაზოს დეზინფექციისთვის კვლავ 2 ლარს ითხოვენ. „ექსპრესნიუსს“ თბილისის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტიც მიაწოდა. მოსახლეობა ამბობს, რომ თანხას იხდიან, თუმცა სადარბაზოს დეზინფექციის ჩატარების არაფერი ეტყობა: „თანხას რომ გადაგვახდევინებენ, შემდეგ გვეუბნებიან-20 წუთი სადარბაზოში ნუ გამოხვალთ, უნდა შევწამლოთ. ჩვენც არ გავდივართ. თუმცა, სადარბაზოს დეზინფექციის ჩატარების არაფერი ეტყობა. ასევე, გვეუბნებიან, რომ „1 თვის განმავლობაში სხვა თუ მოვიდა, თანხა არ გადაუხადოთ, ე.ი. იტყუებიანო““,-განუცხადა „ექსპრესნიუსს“ თბილისის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა, რომელიც თავს დაზარალებულად მიიჩნევს. „ექსპრესნიუსი“ თბილისის მერიას დაუკავშირდა, სადაც აღნიშნავენ, რომ მერიას სადარბაზოების დასუფთავება არ ეხება და თუ კერძო კომპანია საკუთარი ნებით უზრუნველყოფს დასუფთავების სერვისს, თანხის გადახდა სავალდებულო არ არის. ასევე, მოქალაქემ ყოველთვის წინასწარ იცის, კორპუსის ამხანაგობას თუ ამგვარი სერვისი აქვს აღებული. მსგავსი სერვისით შპს „გოგიშა“-ს წარმომადგენლები გრიბოედოვის 20 ნომერში მდებარე კორპუსის მაცხოვრებლებსაც სტუმრობენ ხოლმე. „ექსპრესნიუსი“ კორპუსის თავმჯდომარეს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ დეზინფექციის სერვისის შესათანხმებლად მასთან მიდიან (რომელი კომპანია, არ ახსოვს) თუმცა უარს ეუბნება, რადგან დააკვირდა და მათი მუშაობა არ მოსწონს. „მოდიან ჩემთან, მაგრამ მე ვაგდებ, ვეუბნები არგვინდა, რადგან რამდენიმე წლის წინ დავაკვირდი. ტყუილია, აფერისტობაა და ვისაც უნდა გადაიხადოს. მოდიან შესათანხმებლად, მაგრამ არ ვუთანხმდები. არაფერი არაა ოფიციალურად, არ მომიწერია ხელი არაფერზე, არ მითხოვია, რომ მოდით. პირიქით, არ მომწონს მათი მუშაობა“,-განუცხადა „ექსპრენსიუსს“ კორპუსის თავმჯდომარემ. ფაქტია, რომ მოქალაქეებმა ამგვარი სერვისის შესახებ წინასწარ არ იციან, რადგან ის კორპუსის ამხანაგობასთან შეთანხმებული არ არის და არანაირი ხელშეკრულება მათთან არ გაფორმებულა. „თვითონ მოსახლეობამ უნდა გამოიჩინოს ყურადღება. კანონდარღვევა არ არის, თქვენი ნებით აძლევთ ფულს, ის გეუბნებათ შეწამვლას ვახორციელებ, უსხია წამალი, თუ გინდა მისცემ ფულს, თუგინდა- არა, თუ ეჭვს შეიტანენ რამეში, შეუძლიათ სამართალდამცველებს მიმართონ“,-აცხადებენ თბილისის მერიაში. ამიტომ, უმჯობესია, მოსახლეობამ, სანამ ფულს გადაიხდის, საფუძვლიანად გაარკვიოს, რომელი კომპანიაა და აქვს თუ არა მას ზემოთ ხსენებული საქმიანობის განხორციელების უფლება.
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|



ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)