2016-12-13 11:00:54, 848 ნახვა
საზოგადოება
საქართველოში კვირის ბოლომდე ძირითადად ნალექიანი ამინდებია მოსალოდნელი
საქართველოს მასშტაბით 16 დეკემბერამდე არამდგრადი ამინდებია მოსალოდნელი.
დღეს დედაქალაქ თბილისში შესაძლებელია მცირე წვიმა, ჰაერი +10 გრადუსამდე გათბება, 14 დეკემბერს იწვიმებს და +5 გრადუსი იქნება, 15-16 დეკემბერს დღე უნალექოდ ჩაივლის, თუმცა ტემპერატურა +1 გრადუსამდე დაიწევს.
დასავლეთ საქართველოში 16 დეკემბრამდე სინოპტიკოსები უმეტესად ნალექიან ამინდების პროგნოზირებენ. მაღალმთიან რაიონებში მოთოვს და ტემპერატურა -1 გრადუსამდე დაეცემა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან