|
2016-12-12 17:28:35, 1229 ნახვა
საზოგადოება
თბილისსა და მის შემოგარენში სანიტარული ჭრები გრძელდება
დედაქალაქის მერის დავალებით, თბილისსა და მის შემოგარენში სანიტარული ჭრის ღონისძიებები გრძელდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურმა დღეს კონტრაქტორ კომპანიასთან, შპს „უნივერსალ მენეჯმენტთან“ ერთად სანიტარული ჭრები კერძო ტერიტორიაზე განახორციელა. მათივე ცნობით, შპს „ლისი დეველოპმენტის“ თანხმობით, მისსავე ტერიტორიაზე, ლისის ტბის მიმდებარედ, 200-მდე გამხმარი და დაავადებული ხე მოიჭრა. სამუშაოები სპეციალისტებისა და თბილისის ბოტანიკური ბაღის რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება და გრძელვადიან შედეგებზეა გათვლილი - აღნიშნული ღონისძიებები მნიშვნელოვნად შეზღუდავს დედაქალაქის მასშტაბით მცენარეთა მავნებელი დაავადებების გავრცელებას, მცენარეული საფარის ხმობას. მიმდინარე წელს, ჯამში, 55 ათასი ძირი დაზიანებული ხე-მცენარე მოინიშნა, საიდანაც 40 ათასზე მეტი უკვე მოიჭრა. 2013-2015 წლებში, ქართველი და უცხოელი ექსპერტების კვლევებზე დაყრდნობით, თბილისსა და მის შემოგარენში ფიჭვების კვლევისას შემდეგი მავნებლები დაფიქსირდა: ქერქიჭამიები, ლაფნიჭამიები და ხარაბუზები, აგრეთვე დაავადებების გამომწვევი სოკოები, რომელთაც დააჩქარეს დასუსტებული ხეების ხმობის პროცესი. 2015 წელს თბილისის მერიის მიერ განხორციელდა დედაქალაქში არსებული ფიჭვნარების დეტალური კვლევა და ფიტოსანიტარიული მდგომარეობის შეფასება, რომლის გათვალისწინებითაც რეაგირების ღონისძიებების გეგმა იქნა შემუშავებული. თბილისის მერის დავალების შესაბამისად, ჯანსაღი მცენარეების დაავადების თავიდან აცილების მიზნით, სანიტარული ჭრები მომავალშიც გაგრძელდება. (NS)
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)