04:32 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-11 01:32:38, 2729 ნახვა

მსოფლიო
გავრცელებული ინფორმაციით, სტამბოლში აფეთქებებს სულ მცირე 15 პოლიციელი ემსხვერპლა

სტამბოლში, ტაქსიმის მოედანთან მომხდარი ორი აფეთქების შედეგად სულ მცირე 15 პოლიციელი დაიღუპა.

ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებენ თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში, თუმცა, ამბობენ, რომ ტერაქტების შედეგად 20-მდე ადამიანი დაშავდა.

შეგახსენებთ, თურქეთში, სტამბოლის ცენტრში, ტაქსიმის მოედანთან მდებარე სტადიონთან აფეთქება მოხდა. შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები და დაღუპულები, თუმცა ამ დროისთვის მათი რაოდენობა დაზუსტებული არ არის. გავრცელებული ინფორმაციით, მოედანთან განხორციელდა ორი აფეთქება, რის შემდეგაც ისმოდა სროლის ხმა. ასაფეთქებელი მოწყობილობა მანქანაში იყო მოთავსებული.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics