|
2016-12-10 17:15:26, 1088 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა
5-9 დეკემბერს, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სამუშაო ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა. უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში, მინისტრმა შეხვედრები გამართა მსოფლიო ბანკის, აშშ-ის კონგრესის აგრარული კომიტეტის, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის, სახელმწიფო დეპარტამენტისა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული მჭიდრო პარტნიორობა და სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები განიხილეს. ლევან დავითაშვილმა აშშ-ის მთავრობისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ბოლო წლებში გახორციელებული პროექტები გააცნო. მინისტრმა დეტალურად ისაუბრა პროექტების შედეგად მიღწეულ შედეგებზე. კერძოდ: სოფლის მეურნეობის სტრატეგიაზე, შემუშავებულ „მიწის მომხმარებელთა ასოციაციის“ (Land Users Association) კანონპროექტზე, ქვეყანაში აღდგენილ და რეაბილიტირებულ სამელიორაციო სისტემებზე, უკვე ამოქმედებულ მცირე და საშუალო საწარმოებზე, სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარებაზე და ყველა იმ მნიშვნელოვან პროექტზე, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებას. ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაგეგმილი აქვს მუშაობა გააგრძელოს მიწის ადმინისტრირების, სარწყავი სისტემების გაუმჯობესების, მოსახელობისთვის მექანიზაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის და სტრატეგიით გათვალისწინებული სხვა პრიორიტეტული მიმართულებების კუთხით. მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოსათვის პრიორიტეტს წარმოადგენს მაღალი ღირებულების აგრარული პროდუქტების (High Value Products) წარმოება და ექსპორტი. აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრი Cultivating New Frontiers in Agriculture-ს (CNFA) ხელმძღვანელებს შეხვდა და ორგანიზაციის მიერ საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები განიხილა. ვიზიტის ფარგლებში, 7 დეკემბერს, ლევან დავითაშვილი დაესწრო ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს მიერ ორგანიზებულ მე-19 ყოველწლიურ კონფერენციას, სადაც განიხილებოდა საქართველოს ეკონომიკური და სატრანზიტო პოტენციალი, ასევე ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები.
(NS)
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)