22:26 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-10 12:34:44, 1592 ნახვა

საზოგადოება
ომბუდსმენი - სვანეთში გადაღებულ შესაძლო მუქარის შემცველ ვიდეოსთან დაკავშირებით გამოძიება უნდა დაიწყოს

საქართველოს სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, სვანეთში გადაღებულ ვიდეოსთან დაკავშირებით გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს.

კერძოდ, როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, შესაბამისმა ორგანოებმა საკითხის შესწავლა ზეწოლის ფაქტზე უნდა დაიწყონ.

„ვფიქრობ, თუკი იძულების, ან ზეწოლის კონკრეტული ფაქტები მოხდა, რაც გავრცელებულ ვიდეოში ჩანს და ამის დამადასტურებელი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა, შესაბამისმა ორგანოებმა ამ საკითხის შესწავლა უნდა დაიწყონ. მედიაში გავრცელებული კონკრეტული დანაშაულის შესახებ ფაქტები, აძლევს სტრუქტურებს იმის საფუძველს, რომ გამოძიება განცხადების გარეშე დაიწყონ“, - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

ცნობისთვის, Facebook-ზე გავრცელებული ვიდეოს შესახებ, რომელიც მუქარის ნიშნებს შეიცავს, გამოძიება არ დაწყებულა. როგორც შსს-ში აცხადებენ, მათთვის ვიდეოსთან დაკავშირებით განცხადებით არ მიუმართავთ.

შეგახსენებთ, სვანეთის ხედის ფონზე გადაღებული შიშველი ფოტოს გამოქვეყნების შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცთან რამდენიმე პირი მივიდა. მათთან „გასაუბრების“ შემდეგ, მამაკაცმა სვანებსა და სვანეთს ბოდიში მოუხადა.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics