21:40 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-09 12:56:34, 1013 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა კონფერენციაში "გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად" მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ანა დოლიძემ დღეს კონფერენციაში "გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად" მიიღო მონაწილეობა.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ორგანიზებული ღონისძიება კონფერენციაში მონაწილე სხვა ქალ ლიდერებთან ერთად გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. ანა დოლიძემ ქვეყანაში პოლიტიკასა და საჯარო სექტორში ქალების ჩართულობასა და თანასწორობაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოში ქალების როლი ისტორიულად, ყოველთვის საკმაოდ დიდი იყო.

"ჩვენ არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ისტორიულად ქალის როლი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოში პოლიტიკასა და საჯარო სივრცეში.  დღეს ამ კონფერენციაზე ჩვენ განვიხილავთ იმ კონკრეტულ გზებსა და მექანიზმებს, რომელთა მეშვეობითაც უნდა გავაძლიეროთ ქალების მონაწილეობა. არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ საფიქრალია ბევრ ბერკეტზე, რომლებიც ხელს შეუწყობენ, რომ მეტი ქალი იყოს წარმოდგენილი საჯარო სივრცესა და პოლიტიკაში; მათ შორის, გვისაუბრია მაგალითად - მივიღოთ თუ არა კვოტების მექანიზმი. რაც მთავარია, ჩვენ უნდა გავიხსენოთ და დავფიქრდეთ იმაზე, რომ ქალების აქტიური მონაწილეობა საჯარო სივრცეში ქართული იდენტობის განუყოფელი ნაწილია, რომლის გარეშეც არ არსებობს საქართველოს ისტორია", - განაცხადა ანა დოლიძემ.

კონფერენციის "გავიმარჯვოთ ქალებთან ერთად" მთავარი თემა მეტი ჩართულობაა; ღონისძიების მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ პარტიების ხედვას, თუ როგორ აპირებენ ქალთა პოლიტიკური ჩართულობის გაზრდას, ასევე მოისმინონ პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წინაშე მდგარი გამოწვევები და შესაძლებობები.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics