2016-12-08 08:43:09, 1761 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება
LIBE-ს კომიტეტში ე.წ. შეჩერების მექანიზმზე დღეს იმსჯელებენ
LIBE-ს კომიტეტში ე.წ. შეჩერების მექანიზმზე დღეს იმსჯელებენ, - ამის შესახებ ინფორმაცია ევროპარლამენტის ვებგვერზე გამოქვეყნდა.
როგორც დღის წესრიგშია ნათქვამი, მომხსენებელი აღნიშნულ საკითხზე აგუსტინ დიას დე მერა გარსია კონსუერგა იქნება.
ცნობისთვის, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადაწყვეტილებით, ვიზალიბერალიზაცია საქართველოსთვის და უკრაინისთვის, მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც "შეჩერების მექანიზმი" ამოქმედდება.
შეგახსენებთ, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმზე გუშინ ევროკავშირის საბჭოს მუმდივიმა წარმომადგენლებმა იმსჯელეს. ევროკავშირმა და ევროპარლამენტმა ე.წ შეჩერების მექანიზმზე შეთანხმებას მიაღწია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან