07:39 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-07 13:30:48, 3149 ნახვა

მსოფლიო
მალტა ევროპის პირველი ქვეყანა გახდა, სადაც “ჰომოსექსუალიზმის მკურნალობა” აიკრძალა

მალტა ევროპის პირველი ქვეყანა გახდა, სადაც “ჰომოსექსუალიზმის მკურნალობა” აიკრძალა, - ამის შესახებ  BBC იუწყება.

როგორც მედია საშუალება იტყობინება, ადამიანის სექსუალური ორიენტაციის შეცვლის მეთოდიკის აკრძალვას მალტის პარლამენტის წევრებმა ფარული კენჭისყრის შედეგად, ერთხმად დაუჭირეს მხარი.

მიღებული კანონის თანახმად, მალტაში ადამიანის სექსუალური ორიენტაციისა ან გენდერული იდენტობის შეცვლისთვის 10 ათასი ევრომდე ჯარიმა ან ერთ წლამდე პატიმრობა იქნება გათვალისწინებული.

ამასთან, როგორც კანონშია ნათქვამი, სექსუალური ორიენტაცია ან გენდერული იდენტობა არ შეიძლება განიხილებოდეს როგორც დაავადება ან გადახრა.

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს ლგბტ თემის უფლებების დაცვის კუთხით ევროპის საუკეთესო ქვეყნად არის აღიარებული.

ცნობისთვის, რეპარატიული თერაპია ემყარება იდეას, რომ ჰომოსექსუალიზმი ფსიქიკური აშლილობის შედეგია. მრავალი სამედიცინო ორგანიზაცია, მათ შორის მსოფლიო ფსიქიატრიული ასოციაცია ამ პრაქტიკას არაეთიკურად და დამაზიანებლად მიიჩნევს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics