20:47 - 29 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-06 17:32:28, 1511 ნახვა

საზოგადოება
ქობულეთის მუნიციპალიტეტში ორი ახალი ბაღი გაიხსნა

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში ორი ახალი საბავშვო ბაღის გახსნას დაესწრო.

სოფელ ხუცუბანსა და სოფელ ქობულეთში გახსნილ საბავშვო ბაღებში მთლიანობაში 210 აღსაზრდელი ივლის. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში 34 ადგილობრივი კადრი დასაქმდა.

სოფელ ქობულეთისა და ხუცუბნის საბავშვო ბაღებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო. ორსართულიან ბაღებში მოწყობილია საძინებლები, გასართობი ოთახები, სველი წერტილები და დარბაზები. ბაღები უზრუნველყოფილია ცენტრალური გათბობის სისტემით. კეთილმოეწყო ეზოები, სადაც საბავშვო ატრაქციონები დამონტაჟდა.

ხუცუბნის საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ბიუჯეტიდან 434 000 ლარი, ხოლო სოფელ ქობულეთის საბავშვო ბაღისთვის - 397 000 ლარი დაიხარჯა. 

სკოლამდელი განათლების ხელშეწყობის მიზნით ქობულეთის მუნიციპალიტეტში გასულ წელს 4 ახალი საბავშვო ბაღი კვირიკეში, მუხაესტატეში, ბობოყვათსა და ქაქუთში გაიხსნა, რისთვისაც ბიუჯეტიდან მთლიანობაში 666 496 ლარი დაიხარჯა.

17 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის კი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 141 415 ლარი დაიხარჯა.

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
ვოლსკი - ელენე ხოშტარიას პატარაობიდან ვიცნობ - მტკივა ეგ ამბავი, მაგრამ ასე ეტლში ჩამჯდარი სააკაშვილიც ვიხილეთ
განათლების შესაძლებლობა მომავალი არქიტექტორებისთვის - საქართველოს ბანკის გიორგი ჩახავას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე მიღება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics