20:55 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-06 13:40:09, 667 ნახვა

საზოგადოება
დავით ნარმანიამ ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურს დაავადებული და გამხმარი ხეების მოჭრა დაავალა

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურს დაავადებული და გამხმარი ხეების მოჭრის დავალება მისცა.

როგორც მთავრობის სხდომაზე დავით ნარმანიამ განაცხადა, ზამთრის განმავლობაში იჭრება ხეები, რადგან გაზაფხულზე დაავადება აქტიურდება.

როგორც ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსმა, ნინო სულხანიშვილმა განაცხადა, თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურმა მეცნიერებისგან მიიღო წერილი, სადაც ისინი ხაზს უსვამენ აღნიშნულ პრობლემას ქალაქში.

„ისინი მოგვიწოდებენ, რომ გამკაცრდეს ყურადღება ასევე კერძო ნაკვეთებში, სადაც არსებობს დაავადებული კორომები, მოხდეს მონიტორინგი არა მხოლოდ მუნიციპალურ ტერიტორიებზე, არამედ კერძო ნაკვეთებში. გასულ წელს დაგვეხმარა ცენტრალური მთავრობა და კარგია თუ წელსაც იქნება ამის შესაძლებლობა“, - განაცხადა ნინო სულხანიშვილმა.

თბილისის მერმა 2016 წლის საშემოდგომო გამწვანების სეზონი შეაჯამა. როგორც დავით ნარმანიამ აღნიშნა, საშემოდგომო რგვების ფარგლებში 80 ათასამდე ხე დაირგო. 

„მახათას მთაზე მდებარე ივერიის ღვთისმშობლის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე,  თბილისის ზღვის მიმდებარედ და ოლიმპიური სოფლის მიმდებარედ ზეთისხილის ბაღები გაშენდა. გარდა ამისა, დიდი დიღმისა და სოფელ დიღმის გამყოფ ქედზე დაიწყო ნუშის ბაღების გაშენება.  ამ სეზონზე აქცენტი ავიღეთ მაღალი ხეების დარგვაზე. ასევე, მინდა ხაზი გავუსვა, მდინარე ვერეს სანაპიროსთან გაშენებული ხეივანის საკითხს, რომლის ხმობასთან დაკავშირებით დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი. აქ გახარების მაღალი მაჩვენებელია. გაზაფხულზე დარგული ხე-მცენარეების  88%-მა გაიხარა და ჩანაცვლდა მხოლოდ 12%, ისე, რომ დედაქალაქის ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრები დახარჯული არ ყოფილა“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics