19:23 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-06 11:09:36, 746 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, შსს-ს აკადემიამ დისტანციური სწავლების მეთოდი დანერგა

შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით, შსს-ს აკადემიამ დისტანციური სწავლების მეთოდი დანერგა.

დისტანციური სწავლების პირველ კურსს შსს-ს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის თანამშრომლები გაივლიან. უწყების ცნობით, აღნიშნული კურსი ადამიანის უფლებებს, არასრულწლოვანთა დაკავების რეგულაციებს, ჯანდაცვას და დროებითი მოთავსების იზოლატორებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს მოიცავს. სწავლებას აკადემიის შესაბამისი დარგის ლექტორები უძღვებიან. პირველ ეტაპზე, საქართველოს რეგიონებიდან, შსს-ს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის ოცი თანამშრომელი გადამზადდება.

პირველ დისტანციურ ლექციაში მსმენელები საქართველოს ათი ქალაქიდან ჩაერთნენ. ლექციას აკადემიაში შსს-ს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორი უშანგი პაპუაშვილი ესწრებოდა. შსს-ს აკადემიის რექტორმა გივი მიქანაძემ კი მსმენელებს თელავიდან მიმართა და სასწავლო კურსის მონაწილეებს წარმატებები უსურვა.

დისტანციური სწავლების მიზანია შსს-ს თანამშრომლებისთვის და აკადემიის მსმენელებისთვის ხელმისაწვდომი და ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა. მსგავსი ტიპის სწავლების დანერგვა ხელს შეუწყობს სათანადო უნარებითა და ცოდნით აღჭურვილი, საპოლიციო ფუნქციების განმახორციელებელი, აკადემიური განათლების მქონე პოლიციელების მომზადებას.

დისტანციური სწავლება შესაძლებელია უკვე საქართველოს 10 ქალაქში: ზესტაფონში, სამტრედიაში, თელავში, ოზურგეთში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ბორჯომში, გორსა და რუსთავში. შსს-ს აკადემია აღნიშნული სერვისის განვითარებას და უახლოეს მომავალში ქვეყნის ყველა რეგიონში დანერგვას გეგმავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics