19:25 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-05 17:27:21, 919 ნახვა

საზოგადოება
„გირჩი“ პრეზიდენტს, პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს: ერთ-ერთი თქვენგანი დღემდე არღვევთ კანონს და ეს ზუსტად ვიცით

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩი“  პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს.

როგორც  „გირჩის“ მიერ გავრცელებულ მიმართვაშია  ნათქვამი, „გირჩი“ თანამოაზრეებთან ერთად  ერთად  31 დეკემბერს სისხლის სამარეთლის კოდექსის 265-ე მუხლის დარღვევას აპირებს.

„ბატონებო, მოგეხსენებათ, რომ 2016  წლის 31 დეკემბერს ჩვენ, პოლიტიკური პარტია „გირჩის"დამფუძნებლებმა თანამოაზრეებთან ერთად, თუ მანამდე კანონმდებლობა არ შეიცვალა, საჯაროდ უნდა დავარღვიოთ სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლი, რომელიც ითვალისწინებს თავისუფლების 12 წლამდე აღკვეთას.

გვინდა გაგიზიაროთ ჩვენი მოსაზრება ამ აქციისა და შესაძლო შედეგების შესახებ.

მდგომარეობა ჩვენ არ გვეგულება ქართული საზოგადოების არც ერთი ჯგუფი, პარლამენტის წევრები, სტუდენტები, ხელოვანები, ბანკების თანამშრომლები, საჯარო მოხელეები, სოფლის მეურნეობით დაკავებული ადამიანები, უნივერსიტეტების პროფესორები, სოფლად თუ ქალაქად, რომლის წევრები არ არიან აკრძალული ნივთიერებების, ყველაზე ხშირად კი კანაფის მომხმარებლები.

რამდენიმე დღის წინ, 21 ნოემბერს, გამოქვეყნდა გაეროს ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისიის ანგარიში, სადაც ვკითხულობთ:

„პირადი ცხოვრება არის „პიროვნების ავტონომიისა და ღირსების საფუძველთა საფუძველი". სახელმწიფოს შეუძლია ჩაერიოს ადამიანის პირად ცხოვრებაში მხოლოდ მაშინ, თუ ის შეძლებს დაამტკიცოს, რომ ჩარევას აქვს ლეგიტიმური მიზანი (მაგალითად, სხვა ადამიანისთვის ზიანის რისკის აცილება) და ასევე, არის პროპორციული და აუცილებელი. ადამიანების დასჯა ნარკოტიკების პირადი მოხმარებისთვის ფლობისთვის, როდესაც ის სხვას ზიანს არ აყენებს, არც პროპორციულია, არც აუცილებელი და შეუძლებელია მიჩნეულ იქნას დასაბუთებულ ჩარევად. მთლიანობაში, სახელმწიფოს ასეთი ჩარევა ძირს უთხრის პიროვნების ავტონომიასა და ადამიანის ღირსებას".

იგივე აზრს ავითარებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო:

,,სახელმწიფო არ შეიძლება ადამიანისთავისუფლებაში ჩაერიოს ზედმეტად, რადგანშედეგად მივიღებთ არა უფლებათა დაცვას,არამედ მის შეზღუდვას".

და იქვე აგრძელებს:

,,ხელისუფლება  შეზღუდულია უპირობოვალდებულებით, ადამიანის თავისუფლებაში ჩაერიოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ესგარდაუვალია და მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ეს ობიექტურად აუცილებელია".

,,ამა თუ იმ ქმედების დასჯადად გამოცხადება შესაბამისი საზოგადოებრივი სიკეთეების, ლეგიტიმური მიზნების დაცვის რეალური დაობიექტური აუცილებლობის გარეშე, ხელისუფლების ქმედებას აცლის კონსტიტუციურსაფუძველს – ხელისუფლება, რომელიც ადამიანისუფლებებს არღვევს, კონსტიტუციის მიღმამოქმედებს".

კანაფის მომხმარებლები არ გამოირჩევიან არც აგრესიულობით და არც ანტისაზოგადოებრივი ქმედებებით. მიუხედავად სახელმწიფოების ხანგრძლივი პროპაგანდისა, საზოგადოების უდიდესი ნაწილი უკვე მიიჩნევს, რომ ზოგადად, აკრძალული ნივთიერებების, განსაკუთრებით კი კანაფის მოხმარების გამო ადამიანის დასჯა არ შეიძლება.

დღეს საქართველოში მოქმედი ნარკოპოლიტიკა არის ადამიანის ღირსების შემლახავი, სასტიკი და ამიტომაცანტიკონსტიტუციური.

ჩვენი (გირჩის) დამოკიდებულება

წინასაარჩევნოდ დარწმუნებული ვიყავით, რომგვქონდა ქვეყნის განვითარების საუკეთესო და მარტივი გეგმა. ნებისმიერ სფეროში - განათლებაში, ჯანდაცვაში, სახელმწიფო მმართველობაში, საკუთრების უფლების რეგისტრაციაში და ა.შ., ჩვენი მიდგომა დამყარებული იყო ადამიანის თავისუფალი არჩევანის უპირატესობაზე. ადამიანის მეტი თავისუფლება მორალურად სწორი და საზოგადოებისთვის პრაქტიკულადაც სასარგებლოა.

ჩვენთვის მთავარი პრობლემა დაბადებიდან სიკვდილამდე შეუჩერებელი სახელმწიფოპროპაგანდის „წყალობით" შექმნილი საზოგადოებრივი  აზრია, რომელიც „მზრუნველი სახელმწიფოს" მითს ნერგავს.

ამავე დროს, ფაქტია, რომ იმ ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის, ვისთანაც უშუალო კონტაქტის დამყარება მოვახერხეთ და დავაფიქრეთ, იდეა გასაგები და მისაღები აღმოჩნდა. საკუთარი თავის ფლობის უფლება ზოგისთვის ღმერთის საჩუქარია, ზოგისთვის ბუნებრივი კანონზომიერება და ინტუიტიურადაც, ბავშვობაში გაგონილი ილიას ოცნების „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს" ახლიდან გააზრება.

ვიდრე რთულ თემებზე დაფიქრებას შევძლებთ, ჯერსაკუთარი თავის სრულყოფილად ფლობის პრიმიტიულ საკითხზე უნდა ჩამოვყალიბდეთ. სხვა შემთხვევაში, გვიდგება თანამიმდევრულობის პრობლემა და გაუგებარია რატომ მივიჩნევთ, მაგალითად მშობლებს სრულად პასუხისმგებლებადშვილებზე, მათ მომავალსა და განათლებაზე; თუნდაც საუკეთესო კარის მეზობელს (სახელმწიფოს) რატომ შეუძლია აიძულოს ადამიანები, ერთმანეთთან სავაჭროდ გამოიყენონ არა მათთვის, არამედსახელმწიფოსთვის სასურველი ფული და ა.შ. და ა.შ.

ჩვენ ვფიქრობთ მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარებზე. გვესმის, რომ არჩევნების შემდეგ ბევრი პერსონალურად მგრძნობიარე, თანამდებობრივი საკითხების გადაწყვეტის პერიოდია და ამ ორომტრიალში შესაძლოა ჯეროვანი ყურადღება ვერ დაუთმოთ მოულოდნელ და პროვოკაციულ პოლიტიკურ აქციას.

ამიტომ გადავწყვიტეთ გაგიზიაროთ მოვლენების განვითარების შესაძლო ვარიანტებისადმი ჩვენი დამოკიდებულება.

სცენარი #1 - მოქმედებთ

იწყებთ ამ თემის განხილვას პარლამენტში, მნიშვნელობა არ აქვს, გვთავაზობთ თუ არა თანამშრომლობას, მაგრამ შედეგად 31 დეკემბრისთვის რაიმე ნივთიერების მოხმარება აღარ იქნება სასჯელის საფუძველი და არც საკუთარი მოხმარების მიზნით მცენარის გაზრდა აღარ გაითვალისწინებს რაიმე პასუხისმგებლობას.

ეს ალბათ ყველაზე პრაგმატული გადაწყვეტილება იქნება „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის"ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისიის 21 ნოემბერს გამოქვეყნებული რეკომენდაციების ფონზე. გაეროს გლობალური კომისიის რეკომენდაციები 100%-ით ემთხვევა ჩვენს მინიმალისტურ მოთხოვნას.

არ არის გამორიცხული, ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშივე, ყოველგვარი გირჩის და ბევრი სხვა საზოგადოებრივი ჯგუფის მოთხოვნების გარეშეც მოგიწიოთ ამ ნაბიჯის გადადგმა. დაახლოებით ისე,როგორც 90-იან წლებში ქვეყანას, ევროპის საბჭოში მიღებისთვის სავალდებულო პირობის დასაკმაყოფილებლად, სიკვდილით დასჯის გაუქმება მოგვიწია.

სცენარი #2 - უყურადღებობა (იგნორირება)

აქციას არასერიოზულად აღიქვამთ და არ აპირებთ რეაგირებას არც ახლა და არც ახალი წლის შემდეგ.

ახალი წლის დადგომიდან ათიოდე დღეში,პოლიტიკური პარტიის ოფისში მიწიდან თავს ამოყოფს ფოთლები და რამდენიმე კვირაში პარტიის ოფისში ნებისმიერი ბრიფინგი და პრესკონფერენცია ორანჟერეის ფონზე გაიმართება. ეს იქნება ფაქტობრივი დეკრიმინალიზაცია. კანონში ჩანაწერი გახდება უმოქმედო. აღარავინ მოითმენს თუნდაც ერთი მოქალაქის მოსაშარდად გადაყვანას ან ციხეში მომხმარებლების დატოვებას, მაშინ როდესაც პოლიტიკური პარტია საჯაროდ არღვევს კანონს, რომლის გამოც ასეულობით ადამიანს ყოველდღიურად ამცირებენ და ციხეში ამწყვდევენ.

მოვლენების ასეთი განვითარება იქნება „გირჩის"პოპულარიზაცია და არ გვგონია, რომ თქვენს ინტერესებში შედიოდეს.

სცენარი #3 - მოქმედებთ კანონის შესაბამისად

აქციის დაწყებამდე არაფერს აკეთებთ, მაგრამ კანონის დაცვის მოტივით, ახალი წლის ღამეს მოქმედებთ კანონის შესაბამისად ანუ აპატიმრებს აქციის მრავალრიცხოვან მონაწილეებს.

ვფიქრობთ, რომ შეუძლებელია ვიპოვოთ უკეთესი ტრიბუნა, ვიდრე დაპატიმრებულების მიმართ საზოგადოების ინტერესის პირობებში მიმდინარე სასამართლო პროცესები გახდება.

პოლიტიკური აქტისთვის სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პოლიტიკური პარტიისა და აქტივისტების გასამართლება იგივე მოთხოვნისთვის, რასაც ნარკოპოლიტიკის გლობალური კომისია ურჩევს მსოფლიოს ქვეყნების მთავრობებს, მათ შორის, თქვენც, დაგვეთანხმებით, რომ ძალიან უცნაურად გამოჩნდება საქართველოს მოქალაქეებისა და საერთაშორისო საზოგადოების თვალში.

ამ სცენარს ბევრი სხვადასხვა სახის რისკიც ახლავს, მაგალითად, აქციაში მონაწილეების რაოდენობა, საზოგადოების რეაქცია თქვენს მოქმედებაზე და ა.შ. თუ აქამდე დაუსაბუთებლად და გაუგებრად, მაგრამ მაინც ამბობდით, რომ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციისკენ გქონდათ გეზი აღებული, ამ ქმედებით ყველას უაზრო სისასტიკის მაგალითს აჩვენებთ.

ვფიქრობთ უნდა გააცნობიეროთ, რომ თქვენ მიერ აკრძალული ნივთიერებების მომხმარებლები ამ ქვეყანაში ვართ ძალიან ბევრნი, დაახლოებით 8-ჯერ მეტი, ვიდრე საქართველოს ჯარი, ოთხჯერ მეტი,ვიდრე ბაღებისა და სკოლების მასწავლებლები, თითქმის სამჯერ მეტი, ვიდრე საჯარო მოხელეები.

თქვენ ახერხებდით შეშინებულ ადამიანებზე სათითაოდ ნადირობას, მაგრამ შეუძლებელია ჩვენთან ღიად დაპირისპირება.

ეს აქცია არის პოლიტიკური აქტი ჩვენ მიერ დაგეგმილი სცენარით, გააზრებული მიზნითა და თითოეული მონაწილის სრული პირადი პასუხისმგებლობით, ამიტომ პატივს ვცემთ თქვენს თავისუფლებასაც აირჩიოთ საკუთარი როლი ასევე თანმდევი პასუხისმგებლობით.

P.S. ძნელად წარმოსადგენია, ჩვენი მიმართვის სამივე ადრესატს ოდესმე მაინც არ დაგერღვიოთ ეს კანონი, თუმცა ერთ-ერთი თქვენგანი დღემდე არღვევთ და ეს ვიცით ზუსტად. ამიტომ ინტერესით დაველოდებით თითოეული თქვენგანის საჯარო პოზიციას“,-აღნიშნულია „გირჩის“ მიმართვაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics