2016-12-05 14:33:19, 751 ნახვა
საზოგადოება
მეცხრე სართულიდან გადმოვარდნილი ორი წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა
ქუთაისში, საცხოვრებელი კორპუსის მეცხრე სართულიდან გადმოვარდნილი ორი წლის ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
როგორც მცირეწლოვნის ახლობლებმა აღნიშნეს, ბავშვი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან დღეს მოხსნეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ცნობისთვის, შემთხვევა ქუთაისში ორი დღის წინ მოხდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან