|
2016-12-05 10:41:30, 2263 ნახვა
სამართალი
„სამართალი მხოლოდ ჩხარტიშვილისთვის აღდგა“
ვანო ჩხარტიშვილმა მთავრობის წინაშე აღებული საინვესტიციო ვალდებულება არ შეასრულა. ამ თემაზე აქვეყნებს გაზეთი ვერსია დღევანდელ ნომერში სტატიას, რომელშიც მოთხრობილია თუ როგორ დაუბრუნა ახალმა ხელისუფლებამ 2014 წელს ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ნაციონალების მთავრობის მიერ ჩამორთმეული მიწის ნაკვეთი სიღნაღში, თუმცა ეს გარკვეული ვალდებულებებით მოხდა. ჩხარტიშვილს მთავრობის წინაშე აღებული ვალდებულებები ამ დრომდე არ შეუსრულებია. მთავრობის განკარგულებაში, რომელიც ჩხარტიშვილისთვის მიწის დაბრუნების შესახებ პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამოსცა, მითითებული იყო, რომ ჩხარტიშვილს აღნიშნულ ნაკვეთზე უნდა აეშენებინა სასტუმრო, შესაბამისი ინფრასტრუქტურა განევითარებინა და ადგილობრივი მოსახლეობა დაესაქმებინა. ამ ყველაფრისთვის მას ორწლიანი ვადა ქონდა. თუმცა მას შემდეგ, რაც ჩხარტიშვილმა ამ ორი წლის მანძილზე ინვესტიცია არ განახორციელა, სანქციების ნაცვლად მთავრობამ 2016 წლის მაისში ახალი განკარგულება გამოსცა, რომლითაც ბიზნესმენს მისთვის ხელსაყრელი პირობები და სამუშაოებისთვის 60 თვიანი ვადა გამოუყო. ამავე სტატიაში მოყვანილია ქართუ ბანკის იმჟამინდელი პრეზიდენტის ნოდარ ჯავახიშვილის კომენტარი, რომელიც მან 2014 წელს გადაცემა ბიზნესკურიერში გააკეთა. ,,წეღან, თქვენს სიუჟეტში აჩვენეთ, რომ ვანო ჩხარტიშვილს რაღაცა დაუბრუნებია. თუ მანდედან დაიწყებ აღდგენას, მაშინ სამართლიანობიდან ძალიან შორს ხარ. იქნებ, ჯერ ვანო ჩხარტიშვილს ჰკითხონ, საიდან ჰქონდა ეს ქონება? უსამართლობა მხოლოდ ის არის, როცა ვანო ჩხარტიშვილი კარგავს? მთელ საქართველოს რომ პარავდა ფულს, ის არ იყო უსამართლობა?! რაღაცა ეტაპიდან რომ იწყებ, ზუსტად მანდ გადიხარ. როცა საქართველოს სამმილიონნახევარ მოსახლეობას ქურდავდა და აყაჩაღებდა, თურმე, ის არ ყოფილა დანაშაული და ახლა, თურმე, მილიონი დაუბრუნებია და სამართლიანობა აღდგა. ეს არ არის სამართლიანობა“ – თქვა მაშინ ჯავახიშვილმა. გაზეთი, მას შემდეგ, რაც ვანო ჩხარტიშვილის კომპანია ,,სომგოს“ წარმომადგენელთან დაკავშირება არ მოხერხდა, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებელს, დავით ჯანიკაშვილს დაუკავშირდა. ჯანიკაშვილმა ჟურნალისტს დაუდასტურა, რომ ამ დრომდე ადგილზე მხოლოდ ძველი ნაგებობების დემონტაჟია გახორციელებული.
(NS)
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)