16:23 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-30 20:09:49, 853 ნახვა

საზოგადოება
აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ახალი ტექნიკა შეიძინა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსთან ვახტანგ მჟავანაძესთან ერთად დეპარტამენტის მიერ შეძენილი ხუთი ბულდოზერის ტიპის ტრაქტორი დაათვალიერა.

,,მოხარული ვარ, რომ ჩვენ შევიძინეთ 5 ერთეული ტექნიკა. წელს მთავრობა მზადაა უხვნალექიანი ზამთრისთვის. მოვემზადეთ იმისათვის, რომ ქალაქი იყოს მოწესრიგებული, იყოს დასუფთავებული ქუჩები. მუნიციპალიტეტებშიც შესაძლებელია უხვი ნალექი, სხვადასხვა სტიქიიური მოვლენები. ამისათვის ჩვენ გვჭირდება თანამედროვე ტექნიკა, რაც მოაწესრიგებს ქუჩებს, მოაწესრიგებს მუნიციპალიტეტების გზებს. ამ მიმართულებით ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას"-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

2016 წლისათვის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტს ტექნიკის განახლებისა და შევსების მიზნით მეორედ ჰქონდა გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი ხუთ ერთეულ საბურავებიან, ბულდოზერის ტიპის ტრაქტორზე. ტენდერში გამარჯვებულმა შპს "ჰერმესმა" MTZ 1221.2 ტიპის ტექნიკა საგზაო დეპარტამენტს ტენდერის ვადით განსაზღვრულ დროში მიაწოდა. ტენდერის ღირებულება 500 000 ლარს შეადგენდა.

ტექნიკა განკუთვნილია აჭარის ა/რ ხუთივე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობისთვის.

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კირილი იმედოვნებს, რომ საქართველოს მომავალი პატრიარქი უკრაინაზე პოზიციას არ შეიცვლის
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics