22:25 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-30 16:57:21, 714 ნახვა

პოლიტიკა
„ნაცმოძრაობის“ პოლიტსაბჭოზე ყრილობის ჩატარების წესისა და პარტიის თავმჯდომარის არჩევის საკითხზე მსჯელობენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერ დავით ბაქრაძის განცხადებით, დღეს პოლიტსაბჭოს მთავარი განსახილველი საკითხი პარტიის ყრილობის ჩატარების წესია.

„პოლიტსაბჭო პარტიის უმაღლესი მართვის ორგანოა და შესაბამისად პოლიტსაბჭოს უმრავლესობის მიერ როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა იყოს მიღებული, მისი აღსრულება სავალდებულო იქნება როგორც ჩემთვის, ასევე პარტიის სხვა წევრებისთვისაც. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, შედეგი საბოლოო ჯამში „ნაციონალური მოძრაობის“ გაძლიერებას მოემსახურება“,-აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

ასევე, განსახილველ საკითხთა შორისაა თავმჯდომარის არჩევაც.

„ თავმჯდომარის არჩევის საკითხი ხშირად აპელირდება ჩემთან, თუ რა იქნება ჩემი პოზიცია.  ნებისმიერ გადაწყვეტილებას ჩემს მომავალთან დაკავშირებით მივიღებ მხოლოდ პარტიის გაძლიერებისა და პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე.

ჩემთვის არასდროს ყოფილ ამნიშვნელოვანი, თუ რა პოზიციას დავიკავებდი, მნიშვნელოვანი იდეისთვისა და უკეთესობისთვის ბრძოლა“,-განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ,   „ნაციონალური მოძრაობიდან“ ინფორმირებულმა წყარომ „ექსპრესნიუსს“რამდენიმე დღის წინ  აცნობა,  რომ გიგა ბოკერია, გოკა გაბაშვილი, გიორგი კანდელი და აკაკი ბობოხიძე ცდილობენ,  2000 კაციანი ყრილობა გამართონ, სადაც ყრილობის დელეგატები პარტიის ლიდერად ბოკერიას არჩევას დაუჭერენ მხარს.

აღნიშნულ ინიციატივას ეწინააღმდეგებიან პარტიის სხვა ლიდერები- ზაზა ბიბილაშვილი, ნინო კალანდაძე, ჩიორა თაქთაქიშვილი, აკაკი მინაშვილი და სხვები.

აღნიშნული პირები ბოკერიასგან და მისი მხარდამჭერებისგან კატეგორიულად მოითხოვენ „ნაციონალური მოძრაობის“ მრავალათასიანი ყრილობის გამართვას, სადაც პარტიის დელეგატები რეგიონებიდან ლიდერად კვლავ მიხეილ სააკაშვილს  აირჩევენ.

როგორც „ექსპრესნიუსს“ „ნაციონალურ მოძრობაში“ უთხრეს, გიგა ბოკერიას არგუმენტია, რომ პარტიას მრვალათასიანი ყრილობის გასამართად ფული არ აქვს.

ინფორმირებული წყარო, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერია, „ექსპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ პოლიტსაბჭოს დიდი ყრილობის ეშინია და პარტიის ამავე ორგანოს უნდა, ძალადობის და იძულების გზით პარტიის უმცირესობის მმართველობა დააკანონოს.

ამასთან, 2000 კაციანი ყრილობა, რომლის მოწვევასაც იანვრის ბოლოს გიგა ბოკერია გეგმავს, ძირითადად პარტიის მმართველი რგოლისგან, რეგიონალური თავმჯდომარეებისგან და სხვა აქტივისტებისგან შედგება და ისინი ბოკერიას უჭერენ მხარს. ამასთან, ბოკერია გეგმავს საბიუჯეტო ჩარიცხვიდან დელეგატებს 100-100 ლარი გადაუხადოს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ არაოფიციალურად ამბობენ, რომ სააკაშვილისა და ბოკერიას მომხრეებს შორის დაპირისპირება გარდაუვალია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics