09:53 - 01 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-11-01 08:40:34, 440 ნახვა

მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის საკითხზე შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია G20-ის სამიტამდე

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ რუსეთი და უკრაინა შეთანხმების მიღწევას უახლოვდებიან. მან ივარაუდა, რომ შეთანხმება შესაძლოა დეკემბერში, დიდი ოცეულის სამიტამდე მიღწეულ იქნას. ამის შესახებ ამერიკელმა ლიდერმა ბლოგერ ბენი ჯონსონთან ინტერვიუში განაცხადა.

„ვფიქრობ, შეთანხმებასთან ძალიან ახლოს ვართ... არსებობს ძალიან კარგი შანსი, რომ ეს საკითხი მოვაგვაროთ“, - განაცხადა ტრამპმა.

დიდი ოცეულის სამიტზე შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობის შესახებ კითხვაზე პასუხის გაცემისას, აშშ-ის პრეზიდენტმა ასეთი სცენარი არ გამორიცხა.

ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ღრმა მტრობა კვლავ არსებობს.

დიდი ოცეულის სამიტი დეკემბერში, ფლორიდაში, ტრამპის კურორტ „ტრამპ ნეშენალ დორალში“ არის დაგეგმილი. მანამდე მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს ღონისძიება შეიძლება მოსკოვსა და კიევს შორის შეთანხმების პლატფორმად იქცეს.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: აშშ-ს ირანში კიდევ ერთი ან ორი სამიზნე აქვს გასანადგურებელი
საფრანგეთში ცხოვრების ფასების ზრდის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში დაახლოებით 320 000 ადამიანი მონაწილეობდა
შეერთებულმა შტატებმა ბელორუსს Boeing-ის სათადარიგო ნაწილებისა და ახალი თვითმფრინავების შეძენის უფლება მისცა
ტუსკი საკონსტიტუციო ტრიბუნალზე - ყვირილი, ტყუილი და ჩხუბი პოლონეთში კანონის წყარო არ შეიძლება იყოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics