14:30 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-30 12:48:03, 707 ნახვა

საზოგადოება
ქართველ მედიკოსებს სილეზიის მარშალმა უმასპინძლა

პოლონეთში, სამედიცინო სტაჟირების ფარგლებში მყოფ ბათუმელ მედიკოსებს სილეზიის მარშალი შეხვდა.

აჭარის ა.რ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ცეზარ ფშიბილსკი ექიმთა გადამზადების პროცესს გაეცნო და მათი შთაბეჭდილებები მოისმინა.

შეხვედრაზე, მედიკოსებმა კმაყოფილება გამოხატეს პოლონური მხარის გულთბილი მასპინძლობისა და მიღებული გამოცდილებისათვის.

ბათუმის რესპუბლიკური კილინკური საავადმყოფოს ხუთი ექიმი და ორი მედდა, სტაჟირებას, მილიჩის სამედიცინო ცენტრში ორი კვირის განმავლობაში გადის. ექიმებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ სამედიცინო პროცედურებში და მკურნალობის დაგეგმვის პროცესში. ქართველი მედიკოსები ეცნობიან პოლონელი კოლეგების გამოცდილებას - ზოგად ქირურგიაში, ანესთეზიოლოგიაში, უროლოგიასა და ინტენსიურ თერაპიაში. ისინი ქ. მილიჩის სამედიცინო ცენტრში კიდევ ორ კვირას დაჰყოფენ. მედიკოსები, ასევე, გაეცნობიან სილეზიის სხვა წამყვანი კლინების გამოცილებას, მონაწილეობას მიიღებენ კულტურულ ღონიძიებებში და მოინახულებენ ღირსშესანიშნაობებს.

პოლონეთში, ექიმთა ჯგუფი სილეზიის მარშლის ოფისისა და აჭარის ავტონომური რესპუბლიკის მთავრობის თანამშრომლობის ფარგლებში იმყოფებიან. ამავე თანამშრომლობის ფარგლებში პოლონეთის ქ. ზაბჟეს გულის დაავადებათა ცენტრში, სტაჟირების კურსი შვიდმა ექიმმა და ერთმა მედდამ უკვე გაიარა. ასევე შედგა 2014 წელს პოლონელი რეაბილიტოლოგის ვიზიტი ქ. ბათუმის შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრში ქართველი კოლეგების გადამზადების მიზნით. გასულ წელს ექიმ-რევმატოლოგმა ნერიმან ცინცაძემ და იმუნოლოგმა ლეილა ახვლედიანმა სილეზიის სავოევოდოს „უსტრონის რევმატოლოგიისა და რეაბილიტაციის ჰოსპიტალში“ ორკვირიანი კურსი გაიარეს და მათი გამოცდილება გაიზიარეს. მიმდინარე წელს კი შედგა ონკოლოგიური ცენტრის სამი თანამშრომლის ვიზიტი ქ. კატოვიცეში, მარია სკლადოვსკა-კიურის ონკოლოგიური ცენტრის კლინიკური და ექსპერიმენტული ონკოლოგიის დეპარტამენტში, სადაც მათ სპეციალიზებული სატრენინგო კურსი ჩაუტარდათ. ამავე კლინიკაში წარმატებით განხორციელდა ონკოლოგიური ცენტრის ორი თანამშრომლის სპეციალიზირებული ტრენინგ კურსი რადიოლოგიისა და გამოსახვითი დიაგნოსტიკის დეპარტამენტეში.

გაცვლითი პროგრამების ფარგლებში მომავალ წელს კონსულტაციების ჩატარებისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით დაგეგმილია პოლონელი რევმატოლოგების ვიზიტი ბათუმში.

2013 წლიდან დღემდე აჭარიდან უცხოეთში სხვადასხვა მიმართულებით 22 ექიმი გადამზადდა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics