14:30 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-30 11:51:00, 663 ნახვა

საზოგადოება
ჩქაროსნულ ავტომაგისტრალებზე და მეორად გზებზე სიჩქარის გადაჭარბების მაკონტროლებელი კამერები დამონტჟდება

მსოფლიო ბანკისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, სასტუმრო „რედისონში“ საგზაო უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილი შეხვედრა იმართება.

ღონისძიებას საქართველოს სამთავრობო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, საფინანსო ინსტიტუტების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა დაინტერესებული კომპანიების წარმომადგენლები ესწრებიან.

ორდღიანი შეხვედრების ფარგლებში, კონფერენციის მონაწილეები საქართველოს საგზაო უსაფრთხოების 2017 წლის სამოქმედო გეგმის პროექტს საგზაო სექტორის ფინანსირებისა და მწვანე სატვირთო გადაზიდვების საკითხებს განიხილავენ. ღონისძიების მთავარ თემას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოება, კერძოდ, საქართველოს საგზაო უსაფრთხოების 2017 წლის სამოქმედო გეგმის პროექტის პრეზენტაცია და მასზე მოსაზრებების გაზიარება წარმოადგენს. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა მრავალი უწყების კოორდინირებულ მუშაობას მოითხოვს, რადგანაც მაღალი დონის საგზაო უსაფრთხოება მხოლოდ მაშინ მიიღწევა, როცა ქვეყანაში არსებობს სათანადო ინსტიტუციონალური მოწყობა, უსაფრთხო ინფრასტრუქტურა, უსაფრთხო სატრანსპორტო საშუალებები, საგზაო მოძრაობის გათვითცნობიერებული მონაწილეები, სათანადო დონის გადაუდებელი სასწრაფო დახმარება და სხვა.

„გზების დეპარტამენტი შსს-თან ერთად უკვე ახორციელებს  პროექტს, რომლის ფარგლებშიც დადგება მაკონტროლებელი კამერები და სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში, აუცილებლად ინფორმაცია გადაეცემა შსს შემდგომი რეაგირებისათვის. პირველ რიგში კამერები ჩქაროსნულ ავტომაგისტრალებზე და მეორად გზებზე დაყენდება, იქ, სადაც ჩქაროსნული ავტომაგისტრალი დასახლებულ პუნქტებში შედის. თავდაპირველად, დაახლოებით რამოდენიმე ასეული კამერა დაემატება“,-განმარტავენ ეკონომიკის სამინისტროშო.

როგორც აღინიშნა, საგზაო უსაფრთხოების სამოქმედო გეგმის ამოცანებია, საქართველოს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების მდგომარეობის შეფასება და შემდგომი ანალიზი, შეფასების ინსტრუმენტების განვითარება, საგზაო მოძრაობის კონტროლის ეფექტიანობის ამაღლება, ცნობიერების ამაღლება, მძღოლების კვალიფიკაციისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური მდგომარეობის ხარისხის ამაღლება, საავტომობილო სამგზავრო გადაყვანების უსაფრთხოების გაუმჯობესება, სამედიცინო სერვისის დონის ამაღლება და ა.შ. ამ ყველაფრის მისაღწევად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და სხვა შესაბამისი უწყებების (საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო; საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია) ერთობლივი ძალისხმევით შემუშავებული იქნა საქართველოს საგზაო უსაფრთხოების 2017 წლის სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელიც უნდა წარედგინოს საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად.

სამოქმედო გეგმის შემუშავება განხორციელდა მსოფლიო ბანკის დახმარებით 2015 წელს მომზადებული საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის საფუძველზე, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ 2016 წლის ივლისში დამკტიცდა. აღნიშნული სამოქმედო გეგმის განხორციელება მოამზადებს ნიადაგს, რათა საქართველო თანდათან შეუქცევადად დაადგეს იმ მოწინავე ევროპული ქვეყნების გზას, სადაც საგზაო უსაფრთხოების საკითხები ძალიან მაღალ დონეზეა აყვანილი და ამ სფეროში საუკეთესო მაჩვენებლები გააჩნიათ. ღონისძიების მეორე უმნიშვნელოვანეს საკითხს საავტომობილო გზების ფინანსირების სტრატეგიის განხილვა წარმოადგენს. აღნიშნული სტრატეგია ძალზე მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის, რადგანაც საერთაშორისო გადაზიდვების სტიმულირებისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების კუთხით საქართველოს მთავრობის მიერ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ახალი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, არსებული ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას და მის ეფექტიან ფუნქციონირებას.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics