|
2016-11-30 11:41:00, 1593 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს. ასოციაცია ფოთის მარცვლეულის ტერმინალის (ყოფილი ფოთის წისქვილკომბინატი) ირგვლივ განვითარებული მოვლენების გამო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და მოუწოდებს ხელისუფლებას, მათ შორის - სასამართლო ხელისუფლებას, სრულად გაიაზროს ის შედეგები, რაც ფოთის მარცვლეულის ტერმინალის და მისი დამფუძნებლის - შპს „აგრიკომის“ მიმართ განხორციელებულ ქმედებებს მოჰყვება. „გვსურს, საზოგადოებას ვაუწყოთ რას წარმოადგენს ზემოხსენებული საწარმო და რატომ აშფოთებს მის წინააღმდეგ წარმართული ქმედებები ჩვენი ასოციაციის წევრებს, მით უმეტეს მაშინ, როდესაც არც შპს „ფოთის მარცვლეულის ტერმინალი“ და არც შპს „აგრიკომი“ ჩვენი ასოციაციის წევრები არ არიან. საქმე ისაა, რომ ფოთში, პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, მრავალი ათეული წლის წინ აშენდა მარცვალშესანახი და მარცვალგადამამუშავებელი საწარმო. საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში და განსაკუთრებით 2001 წლიდან, დაახლოებით 10 წლის მანძილზე, ეს საწარმო დღითი დღე პარტახდებოდა, შენობა-ნაგებობები ინგრეოდა, დანადგარები იჭრებოდა და იყიდებოდა ჯართად; ცხადია, ასეთ საწარმოში არ საქმდებოდა ხალხი, სახელმწიფო ბიუჯეტში საწარმოს არ შეჰქონდა გადასახადები - პირიქით ჰქონდა მნიშვნელოვანი საბიუჯეტო დავალიანება. 2011 წლიდან საწარმო შეიძინა შპს „აგრიკომმა“ და რამდენიმემილიონიანი ინვესტიციის შედეგად საწარმო მოკლე ვადაში აქცია რეგიონში სანიმუშო და უნიკალურ კომპლექსად. გადაიარაღებული და განახლებული საწარმო უწყვეტად ამარაგებს ქვეყანას და მეზობელ ქვეყნებს მარცვლეულით, წარმოადგენს მარცვლეულის სატრანზიტო გადაზიდვების მთავარ კვანძს. შესაბამისად, ჩვენი ასოციაციის წევრები წარმატებით ვსარგებლობთ ტერმინალის მომსახურებით და საკუთარ ბიზნესზე ვგრძნობთ იმ სიკეთეს, რომელიც ფოთის მარცვლეულის ტერმინალს მოაქვს როგორც კონკრეტულად ფქვილისა და პურის წარმოებისათვის, ისე - მთლიანად ქვეყნისათვის. აღარაფერს ვამბობთ იმ ასეულობით დასაქმებულის ოჯახების კეთილდღეობაზე, რომლებსაც შესაძლებლობა მიეცათ დასაქმებულიყვნენ არა დედაქალაქში, არამედ - მშობლიურ რეგიონში. ჩვენ დიდი იმედით ვადევნებდით თვალყურს ჯერ კიდევ გასულ წელს საწარმოს ტერიტორიაზე ახალი საწარმოო სიმძლავრეების (ახალი საცავების) პრეზენტაციას, რომელზეც იმედის მომცემი სიტყვები წარმოთქვა საქართველოს პრემიერ მინისტრმა; იმედის მომცემი არამარტო საწარმოს მფლობელებისა და თანამშრომლებისთვის, არამედ მარცვლეულის გადამამუშავებელ სფეროში მომუშავე ყველა სუბიექტისათვის. მაგრამ, სამწუხაროდ, ასეთი პოზიტიური სიახლეების პარალელურად, ფოთის მარცვლეულის ტერმინალის ირგვლივ მიმდინარეობდა და დღესაც გრძელდება სასამართლო პროცესები, რომელიც, ჩვენი შეხედულებით, ძალიან სახიფათო ტენდენციებს ამჟღავნებს და არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ გადაწყვეტილების მიმღები მოსამართლეები დამოუკიდებლად და მხოლოდ კანონის საფუძველზე მოქმედებენ. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სასამართლო პროცესებს. გვინდა განვაცხადოთ, რომ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ქმნის პრეცედენტს და არის საგანგაშო სიგნალი ინვესტორებისათვის, რომ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციის დაცულობა ნებისმიერ დროს შეიძლება დადგეს საფრთხის ქვეშ. თავის მხრივ ეს მკვეთრად უარყოფითად აისახება მსოფლიო რეიტინგებში, რომლებშიც საქართველო ბიზნესის კეთების სიმარტივისა და კერძო ინვესტიციების დაცულობის მხრივ მოწინავე პოზიციებზეა. სწორედ ასეთი რეიტინგების საფუძველზე დღეს უცხოელი ინვესტორები ინტერესდებიან საქართველოს საინვესტიციო გარემოთი, რომელითაც დღეს სამართლიანად ამაყობს ქვეყანა. ამდენად, ეს პროცესი არის ერთგვარი ტესტი ქართული სასამართლო სისტემისათვის - ტესტი არა მარტო იმისა, თუ რამდენად სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანს იგი ერთი კომპანიის (შპს „აგრიკომის“) მიმართ, არამედ თუ რამდენად არის დაცული საქართველოში კეთილსინდისიერი შემძენის უფლებები და განხორციელებული კერძო ინვესტიციები. ასეთი პრეცედენტი მკვეთრად უარყოფითი სიგნალია ინვესტორებისათვის და ეს დამაზიანებელია არა მარტო ერთი კონკრეტული კომპანისათვის, არამედ - ქვეყნის ეკონომიკისათვის. გვსურს, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ ხელისუფლებას, მათ შორის - სასამართლო ხელისუფლებას, სრულად გაიაზროს ის შედეგები, რაც შეიძლება მოჰყვეს ასეთ პრეცენდენტებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
(NS)
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)