17:56 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-30 11:03:15, 1856 ნახვა

სამართალი
სასამართლომ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებულები კობა ანთია და ონისე ლაგვილავა დამნაშავედ სცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობაში ბრალდებულები სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიულ საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის N4-ე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი ინსპექტორი კობა ანთია  და ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ყოფილი მთავარი  ინსპექტორი ონისე ლაგვილავა  დამნაშავედ სცნო.

"სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2009-2012 წლებში, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ზუგდიდის N4 დაწესებულებაში მუშაობის პერიოდში,  კობა ანთიას და ონისე ლაგვილავას მხრიდან  სისტემატიურად ადგილი ჰქონდა პატიმართა დამცირებას, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას. დაწესებულებაში შეყვანისთანავე ხდებოდა პატიმართა უმრავლესობის გაშიშვლება, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება, მათი უმოწყალოდ ცემა დაშინებისა და უსიტყვო მორჩილების მიზნით, დაშანტაჟება და მუქარით თანამშრომლობაზე დაყოლიება.

კობა ანთიას და ონისე ლაგვილავას სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრათ 4 წლითა და 8 თვით  თავისუფლების აღკვეთა, ამნისტიის აქტის გამოყენებით შეუმცირდათ დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, სასჯელის სახით განესაზღვრათ 3 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა,  ასევე  2 წლისა და 3 თვით ჩამოერთვათ თანამდებობის დაკავების უფლება",-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics