22:24 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-29 23:08:08, 869 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: არც ერთი ნაბიჯი არ გადაიდგმება ჩვენი სტრატეგიული ინტერესების საწინააღმდეგოდ

ჩვენი წითელი ხაზი გადის დეოკუპაციაზე, არც ერთი ნაბიჯი არ გადაიდგმება ჩვენი სტრატეგიული ინტერესების საწინააღმდეგოდ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ოკუპაციის შესახებ კანონზე საუბრისას, გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.

მისი თქმით, ოკუპაციის შესახებ კანონის პროექტის ინიცირება წინა მოწვევის პარლამენტში მოხდა, თუმცა მისი განხილვა ვერ მოესწრო და ახალმა პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ წარდგენილი ინიციატივა განიხილოს. 

როგორც მან აღნიშნა, კანონის პროექტი უცხოელი პარტნიორების მოთხოვნებს ეფუძნება, თუმცა დამტკიცდება თუ არა კანონი, ჯერ ცნობილი არ არის. 

"ამ კანონის პროექტზე გადაწყდა, რომ მსჯელობა გაგრძელდებოდა. ეს იყო მოთხოვნა უცხოელი პარტნიორების. მათ შორის იმ სუბიექტების, რომლებიც პროცესების მონიტორინგში არიან ჩართულები ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მათი მოთხოვნა იყო, რომ კონკრეტულ შემთხვევაში წინასწარ შეცნობილი მიზნის გარეშე ადამიანები კვეთდნენ საზღვარს და სახელმწიფო მათ მკაცრ სანქციას უპირისპირებდა, ანუ უცხოელები კანონის შემსუბუქებას ითხოვდნენ. კანონის პრეოქტის მიხედვით, მსგავს შემთხვევაში, პირველ ჯერზე ადმინისტრაციული სახდელი შეეფარდოს საზღვრის გადამკვეთს, განმეორების შემთხვევაში კი, პატიმრობა. მაგრამ, ეს მხოლოდ ინიციატივაა და მეტი არაფერი. საგარეო პოლიტიკას რაც შეეხება, ჩვენი წითელი ხაზი გადის დეოკუპაციაზე. არცერთი ნაბიჯი არ გადაიდგმება ჩვენი სტრატეგიული ინტერესების საწინააღმდეგოდ," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics