|
2016-11-29 21:55:04, 775 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი 30 ნოემბერს ბელგიას ეწვევა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 30 ნოემბერს ბელგიის სამეფოს ეწვევა. ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს. მათი ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მეთაური მონაწილეობას მიიღებს საქართველო–ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მესამე სხდომაში, რომელიც ბრიუსელში 2 დეკემბერს გაიმართება. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრები ევროპარლამენტის პრეზიდენტ მარტინ შულცთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან დონალდ ტუსკთან, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტებთან– მანფრედ ვებერთან და ჯანი პიტელასთან. გიორგი კვირიკაშვილი ნატო-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს შეხვდება. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. საქართველოს პრემიერ–მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ევროკომისიისა და ევროპარლამენტის წარმომადგენლებთან:ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინისთან, ევროკომისართან ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანთან, მიგრაციის, საშინაო და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსისთან, ევროკომისართან კლიმატური და ენერგო რესურსების საკითხებში მიგელ არიას კანიეტესთან, ევროკომისართან ვაჭრობის საკითხებში სესილია მალმსტრომთან, ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარესთან ელმარ ბროკთან. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა.
საფრანგეთში ცხოვრების ფასების ზრდის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში დაახლოებით 320 000 ადამიანი მონაწილეობდა
შეერთებულმა შტატებმა ბელორუსს Boeing-ის სათადარიგო ნაწილებისა და ახალი თვითმფრინავების შეძენის უფლება მისცა
ტუსკი საკონსტიტუციო ტრიბუნალზე - ყვირილი, ტყუილი და ჩხუბი პოლონეთში კანონის წყარო არ შეიძლება იყოს
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის საკითხზე შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია G20-ის სამიტამდე
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)