|
2016-11-29 18:08:48, 1395 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ფოფხაძე: ფრანგები მიიჩნევენ, რომ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების შემთხვევაში, ტერორიზმის საფრთხე გაიზრდება
საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი, გიორგი ფოფხაძე საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხის გადადებას ორ მიზეზს უკავშირებს. როგორც ფოფხაძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ერთ-ერთი მიზეზად შეიძლება განვიხილოთ საფრანგეთის ანტიტერორისტული დეპარტამენტის მიერ მომზადებული რეპორტი, რომლის თანახმადაც, თუ საქართველო ვიზალიბერალიზაციას მიიღებს, ტერორიზმის საფრთხე გაიზრდება. მისი თქმით, დეპარტამენტის ვარაუდობდა, რომ ტერორისტები ჯერ თურქულ პასპორტებს შეიძენდენ, ხოლო შემდგომ მოახერხებდნენ საქართველოს მოქალაქეობის მიღებას და ევროპაში შესვლას. ფოფხაძის განმარტებით, მაშინ საფრანგეთში საქართველოს საელჩომ მოახერხა ამ ვერსიის განეიტრალება, თუმცა საელჩოს მუშაობა ვერ გახდა იმის გარანტი, რომ ფრანგები ამაში დარწმუნებულიყვნენ. "საფრანგეთის ანტიტერორისტული დეპარტამენტის მიერ მომზადებული რეპორტი, რომელიც 6 თვის წინ პრეზიდენტ ოლანდის მაგიდაზე დაიდო, შემდეგი შინაარსის იყო, რომ „საქართველოდან ვიზალიბერალიზაციის გახსნის შემთხვევაში შესაძლებელია, ტერორისტებმა ჯერ თურქული პასპორტები შეიძინონ, ხოლო შემდგომ ამ თურქული პასპორტებით წარდგნენ თურქ ბიზნესმენებად, საქართველოდან ეთნიკურად ქართველ-თურქებად და ამ მიზეზით შესაძლებელია, რომ მიიღონ ქართული პასპორტები და შევიდნენ ევროპაში“ - ასეთი იყო ერთ-ერთი ვერსია. თუმცა, მაშინ საფრანგეთში ჩვენმა საელჩომ მოახერხა ამ ვერსიის განეიტრალება, მათ დაუმტკიცეს, რომ უფრო მკაცრად ხდება საქართველოს მოქალაქეობის მიღება, მაგრამ როგორც ვატყობ, მარტო საელჩოს მუშაობა ვერ გახდა იმის გარანტი, რომ ისინი ბოლომდე დარწმუნებულიყვნენ", - განაცხადა ფოფხაძემ "ექსპრესნიუსთან" საუბარში. საფრანგეთში მოღვაწე ჟურნალისტმა მეორე მიზეზად ფრანგულ-რუსული ურთიერთობები დაასახელა და აღნიშნა, რომ სავარაუდოდ, საფრანგეთის ახალ მთავრობას, რომელიც სათავეში 2017 წელს მოვა, რუსეთთან მეგობრული ურთიერთობა ექნება. ფოფხაძე ვარაუდობს, რომ შესაძლებელია, ეს რუსეთიდან „შემოგდებული“ თამაშები იყოს, რომელსაც ფრანგული დეპუტაცია აჟღერებს. ჟურნალისტმა „მისტრალის“ რუსეთისთვის გადაცემის ფაქტიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ქართული ოკუპაციის შემდეგ საფრანგეთის მემარჯვენე ცენტრისტების ოფიციალურმა კანდიდატმა ფრანსუა ფიონმა, პრაქტიკულად, კბილებით გაიტანა პუტინის დავალება, რომ რუსეთისთვის „მისტრალი“ მიეცათ. "ახლა ფრანგებს აქვთ ახალი მიზეზი იმის, რომ 2017 წლის ივნისში უნდა ჩატარდეს საპრეზიდენტო არჩევნები და რომ ახალი მთავრობა, რომელიც მოვა, ისინი მიიღებენ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციის მექანიზმის შეჩერების შესახებ. ანუ, ოფიციალური განმარტება ჯერჯერობით ეს აქვთ ფრანგებს, თუმცა მე მგონია, რომ ძალიან კარგად თამაშობენ, მანიპულერებენ [ფრანგები], თითქოს, 2017 წლის ივნისში ჩატარდეს არჩევნები და ამის გამო არ უნდათ უვიზოს მოცემა. თუმცა მე უფრო სხვა რაღაც მგონია, იმიტომ რომ საფრანგეთის ახალი მთავრობა, რომელიც მოვა 2017 წელს, ძალიან დიდი გავლენის ქვეშ არიან და ძალიან მეგობრული ურთიერთობა აქვთ რუსეთთან. ხანდახან მეპარება ეჭვი, ხომ არ არის ეს ყველაფერი რუსეთიდან შემოგდებული თამაშები, რომელსაც ფრანგული დეპუტაცია აჟღერებს ხოლმე. ფრანგები ჩემი ინფორმაციით, 17 იანვარსაც იტყვიან უარს და გადაიტანენ 2017 წლის ივნისამდე, თუმცა მე რაც ვთქვი ეს ვარაუდია, ამის დამტკიცება ამ წუთში ძალიან ძნელია. ბოლო მოვლენები, რაც არის რუსეთ-საფრანგეთის დაახლოების, თუნდაც მისტრალი გავიხსენოთ, ქართული ოკუპაციის შემდეგ ფრანსუა ფიონმა, რომელიც გუშინ გახდა საფრანგეთის მემარჯვენე ცენტრისტების ოფიციალური კანდიდატი, ანუ სარკოზის პარტიის ოფიციალური კანდიდატი, პრაქტიკულად, კბილებით გაიტანა მაშინ პუტინის დავალება, რომ მიეცათ რუსეთისთვის მისტრალი. ეს ცნობილი ფაქტია და ამას არავინ უარყოფს. ზუსტად ეს ფრანგულ-რუსული ურთიერთობები მაეჭვებს, რომ ხომ არ არის შესაძლებელი, რომ რაღაც დონეზე მაინცდამაინც მხოლოდ ჩვენი და უკრაინის საკითხი იბლოკება, სხვისი არავისი, იმიტომ რომ იქ აქტიურად მიდის ლაპარაკი რომ კოსოვოს თავისუფალდ მიეცეს. მაინცდამაინც ჩვენზე პოულობენ ამ შეჩერების მექანიზმს", - აღნიშნა გიორგი ფოფხაძემ.
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რეჟიმის პარლამენტში ფასების კომისიის ბოლო სხდომა გაიმართა, დასკვნა ხვალ გამოქვეყნდება
AI გენერირებული ტროლები დიუშენის სამკურნალო პრეპარატებზე რუსთავი 2-ის და ქალაქის მერის პოზიციებს იწონებენ
მომავლის აკადემია: TV იმედს ComCom-თან ისევ ვუჩივით, მოვითხოვთ პასუხისმგებლობის დაკისრებას
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)