|
2016-11-29 19:08:33, 1934 ნახვა
ეკონომიკა
დოლარში აღებული სესხის ლარში გადატანას 33 ათასი მსესხებელი შეძლებს
დოლარში აღებული სესხის ლარში გადატანას 33 ათასი მსესხებელი შეძლებს,ისინი, რომლებმაც ურავი ქონებით უზრუნველყოფილი, უცხორული ვალუტით გაცემული კრედიტი 2015 წლის 1 იანვრამდე აიღეს. ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა. მისივე განმარტებით, აქედან 31 მსესხებელს სრულად მოიცავს, ხოლო 2 ათას მსესხებელს - ნაწილობრივ. „მთლიანად კომერციული ბანკების სისტემაში ჩვენ დღეს გვყავს 75 ათასამდე მსესხებელი, რომელიც არის უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი. პორტფელზე, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არის 400 მილიონი დოლარის პორტფელი ჯამურად, რასაც გალარება შეეხება. ეს თანხა რეალურად ბაზარზე აღარ იქნება მოთხოვნილი, ვინაიდან თვითონ მექანიზმის მიხედვით, რომელიც ეროვნულ ბანკს აქვს შემუშავებული, კომერციულ ბანკებზე მოხდება პირდაპირ გადაფარვა. შესაბამისად, თუ ადამიანებს ხელფასის აღებისას უნდა ეყიდათ ვალუტა თავისუფალ ბაზარზე და ბანკში დაეფარათ სესხი, ამ ტრანზაქციის შესაბამისად ეროვნული ბანკი პირდაპირ მოახდენს ინტერვენციას კომერციულ ბანკებზე და დაუფარავას ღია სავალუტო პოზიციას. აქედან გამომდინარე, 400 მილიონი დოლარის ზეწოლა ეროვნულ ვალუტაზე არ მოხდება, რაც რა თქმა უნდა ჩვენი ვალუტის სტაბილზიაციას მიეხმარება. მე არ მინდა ეს პირდაპირ მივაბათ ვალუტის კურსს, იმიტომ, რომ გაცვლითი ვალუტის კურსი არის თავისუფალ ბაზარზე, როდესაც არის მოთხოვნა-მიწოდება და მეტწილად ვაჭრობაზეა დამოკიდებული“, - განაცხადა ქუმსიშვილმა და დასძინა, რომ დაიფარება 2015 წლის 1 იანვრამდე ქონებით უზრუნველყოფილი მსესხებლების 90%-ზე მეტი. „ვინაიდან 2017 წლის 1 იანვრიდან, უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხების მიმართულებით დასაშვები იქნება 100 ათას ლარამდე და გაიცემა მხოლოდ ლარებში, შესაბამისად ასეთი ადამიანების, ფიზიკური პირების რაოდენობა მომავლში ვეღარ გაიზრდება და ნელ-ნელა შემცირდება. ხოლო 2018 წლის 1 იანვრიდან ეს ზღვარი ავა უკვე 200 ათას ლარამდე, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ დამოკიდებულებას ვალუტის რყევებთან დაკავშირებით პრაქტიკულად მთლიანად მოვხსნით. ეს ეროვნულ ბანკს და ფინანსთა სამინისტროს მისცემს საშუალებას გაატაროს სწორი ეკონომიკური პოლიტიკა, მათ შორის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკაც“, -განაცხადა ქუმსიშვილმა.
ალიევი: ზანგეზურის დერეფანზე სამუშაოების ძირითადი ნაწილი მომავალ წელს დასრულდება
სტუბი: შვიდი ფინური კომპანია აფართოებს თანამშრომლობას უკრაინასთან თავდაცვის ტექნოლოგიების სფეროში.
ნორვეგია 2027 წელს უკრაინას დაახლოებით 9.2 მილიარდი დოლარის დახმარებას გაუგზავნის
პაპმა ქრისტიანებს მოუწოდა, წინააღმდეგობა გაუწიონ ომს, პოლარიზაციასა და დაყოფას
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განმარტა, თუ სად გაგზავნის პუტინი 300 ათას ახლად მობილიზებული ჯარისკაცს
სიბიგა კიევში ევროპის ექვსი ქვეყნის ლიდერებს შეხვდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)