14:32 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-29 18:50:25, 706 ნახვა

საზოგადოება
ბერლინში ქვევრის ღვინო წარადგინეს

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში ჩატარებულ ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე ,,RAW Berlin" (The Artisan Wine Fair) ქართული ქვევრის ღვინის 8 მწარმოებლის სხვადასხვა დასახელების ღვინო იყო წარმოდგენილი.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ცნობით, გამოფენის გახსნას გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს უფროსი მრჩეველი ელგუჯა ხოკრიშვილი და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ელენე კიკნაძე დაესწრნენ.

„გამოფენაზე ქართული ღვინის წარმოდგენა იძლევა უნიკალურ შესაძლებლობას, რომ ქვევრის ღვინო ფართო მასშტაბით წარმოჩინდეს საერთაშორისო დონეზე, მოხდეს მისი გაცნობა მეღვინოების სფეროს წარმომადგენლებისთვის. RAW Berlin-ზე ქართული ღვინის მონაწილეობა კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლებისა და პოტენციური იმპორტიორების მოძიების კუთხით. გამოფენაზე მისულ სტუმრებს მიეცათ საშუალება დაეგემოვნებინათ ქვევრის ღვინო, გაცნობოდნენ მისი დამზადების უძველეს ტრადიციებს, ქვეყნის კულტურას და ისტორიას" - აღნიშნა ელენე კიკნაძემ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ბერლინში გამოფენაზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ქვევრის ღვინის მწარმოებლების ღვინოები: „გოცას საოჯახო მეღვინეობა", „საწნახელი", „ნიკას ღვინო", „ჩვენი ღვინო", „ვარციხის ღვინის მარანი", „ძმების მარანი", „ტიბაანი" და „ნათენაძის ღვინოები".

ცნობისთვის, გამოფენის ორგანიზატორია მსოფლიოში ცნობილი ღვინის ექსპერტი, საერთაშორისო ღვინის მაგისტრი იზაბელ ლეჟერონი (საფრანგეთი), რომლის მოწვევითაც ქვევრის ღვინო წელს წარმოდგენილი იყო ბუნებრივი ღვინოების გამოფენებზე დიდ ბრიტანეთში (RAW London), აშშ-ში (RAW New York) და გერმანიაში (RAW Berlin).

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics