|
2016-11-29 15:02:39, 722 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტს 12 ქვეყნის არარეზიდენტმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ავლაბრის რეზიდენციაში ფერეიდნელ ქართველებს უმასპინძლა, რომლებიც საქართველოში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით ქართული ენასა და ხალხურ სიმღერებს შეისწავლიან. როგორც "ექსპრესნიუსს" პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, გიორგი მარგველაშვილმა ფერეიდნელ ახალგაზრდებს სასახლე ადმინისტრაციის უფროსთან გიორგი აბაშიშვილთან და პოლიტიკურ მდივანთან ფიქრია ჩიხრაძესთან ერთად პირადად დაათვალიერებინა. პრეზიდენტი სტუმრებს გაესაუბრა და ფერეიდანში მცხოვრები ეთნიკური ქართველების ცხოვრებით დაინტერესდა. ქვეყნის პირველმა პირმა პროექტის მომავალში გაგრძელების შესახებაც ისაუბრა და მონაწილეებს წარმატება უსურვა. პროექტს "საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI"-ს ახორციელებს და მიზნად ისახავს ფერეიდნელ ახალგაზრდებს ერთი თვის განმავლობაში შეასწავლოს ქართული ენა და ხალხური სიმღერები და ქვეყნის მასშტაბით, ექსკურსიების მეშვეობით, გააცნოს საქართველოს ისტორიული ძეგლები.
24 მოქმედი თანამდებობის პირი 30 კომპანიის დირექტორიცაა, რაც კანონდარღვევაა - transparency international
დაჯგუფების წევრებს, რომლებიც მამაკაცებს ქალების სახელებით ეცნობოდნენ, შემდეგ სცემდენ და აღაჩაღებდნენ ბრალი წარედგინათ
დააგროვეთ MR ქულები საკრედიტო Amex ბარათით საქართველოს ტერმინალზე - ისარგებლეთ განსაკუთრებული პირობით ბარათის აღებისას
მოსამართლეთა კორუმპირებულობაზე მოსამართლე ნადარაიასა და ნიკა გვარამიას შორის დაპირისპირება იყო - ვიდეო
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)