|
2016-11-29 12:05:53, 1689 ნახვა
ეკონომიკა
აჭარა ვარშავის ტურისტულ გამოფენაზე იყო წარმოდგენილი
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პოტენციალი ვარშავის 24-ე ტურისტულ გამოფენაზე „TT WARSAV” წარადგინა. დეპარტამენტი გამოფენაზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და ტურისტულ სააგენტოებთან ერთად იყო წარმოდგენილი. სამი დღის განმავლობაში, საქართველოს სტენდთან მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ რეგიონის ტურისტული პროდუქტებისა და შესაძლებლობების შესახებ მომზადებული სარეკლამო-საინფორმაციო მასალებს გასცნობოდნენ და დეპარტამენტის წარმომადგენლისგან მიეღოთ დეტალური ინფორმაცია აჭარაში არსებული ტურიზმის სახეობების შესახებ. ვარშავის ტურისტული გამოფენა ერთი-ერთი მაშტაბური გამოფენაა მსოფლიოში, სადაც მიმდინარე წელს 40-მდე ქვეყნის 1200-ზე მეტი ტურისტული კომპანია თუ ტურიზმის ბიზნესში მოქმედი ორგანიზაცია ღებულობდა მონაწილეობას. ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენელმა გამოფენის ფარგლებში არაერთი საქმიანი შეხვედრა გამართა პიარ კომპანიებისა და ავიკომპანიების წარმოამდგენლებთან სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვის მიზნით. „მსგავს ტურისტულ გამოფენებში მონაწილეობა კიდევ ერთი შესაძლებლობაა დეპარტამენტისთვის რეგიონს გაუწიოს პოპულარიზაცია და დაამყაროს საქმიანი ურთიერთობები სხვადასხვა კომპანიებთან, რომლებიც მსგავს გამოფენებში მრავლადაა წარმოდგენილი. მიმდინარე წელს, დეპარტამენტმა მთლიანობაში 16 ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. მათ შორის რეგიონი წელს პირველად იყო წარმოდგენილი დუბაის, ჩინეთის, სამხრეთ კორეისა და იაპონიის ტურისტულ გამოფენებზე. ახალი ბაზრების მოსინჯვა აუცილებელია იმის გასაანალიზებლად თუ სად ღირს რეგიონის რეკლამირება და სად არა. რაც შეეხება პოლონეთს, ვიზიტორების რაოდენობა ამ ქვეყნიდან საქართველოში მზარდია. მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, ქვეყანას 41, 926 პოლონელი საერთაშორისო მოგზაური ესტუმრა, რაც 5,5-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდს,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მამუკა ბერძენიშვილმა. (NS)
მეჯვრისხევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია
პოლონეთში პუტინის კრიტიკოსის მკვლელობის საქმეზე საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს
რუსეთი ქართული რძის პროდუქტების ორ საწარმოს ბაზარზე შეუშვებს
„თეგეტა მოტორსის“ ცენტრალურ ფილიალში ელექტრომობილების სპეციალიზებული სერვისცენტრი გაიხსნა
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
ნატო უკრაინას საშუალებას მისცემს, უფრო სწრაფად და იაფად მიიღოს იარაღი
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)