|
2016-11-29 10:02:43, 684 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მღებრიშვილი შსს-ს სპორტული კლუბის წევრებს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბის - „მებრძოლის“ წევრებს შეხვდა. შსს-ს ინფორმაციით, მინისტრმა სპორტსმენებს მსოფლიო ასპარეზობებზე მიღწეული წარმატებები კიდევ ერთხელ მიულოცა, სამომავლო გეგმებზე ესაუბრა, მხარდაჭერა აღუთქვა და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. ცნობისთვის, კლუბის წევრებმა ამირან პაპინაშვილმა (60კგ), ვაჟა მარგველაშვილმა (66კგ), ავთანდილ ჭრიკიშვილი (81კგ), ვარლამ ლიპარტელიანმა (90კგ) და ადამ ოქრუაშვილმა (+100 კგ), საქართველოს ნაკრების სახელით, „რიო 2016“-ის ოლიმპიადაზე წარმატებით იასპარეზეს. შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბი ევროპის მოქმედი ჩემპიონია. „მებრძოლმა“ 2015 წლის დეკემბერში ევროპული საკლუბო ჩემპიონატის უმაღლესი ტურნირი - „ოქროს ლიგა“ მოიგო. ქართული ძიუდოს ისტორიაში, შსს-ს გუნდმა პირველმა შეძლო ამ უმაღლესი რანგის ტურნირის თასის მოგება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ძიუდოს სპორტული კლუბი „მებრძოლი“ 2014 წლის მაისში, შსს-ს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელშეწყობით დაარსდა. კლუბის წევრთა უმრავლესობა საქართველოს ნაკრების ძიუდოისტია. ისინი მსოფლიო ჩემპიონატების და საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის პრიზიორები არიან.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)