2016-11-29 09:44:07, 1748 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი 2.5078 ლარი ღირს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.5078 ლარი ღირს, გუშინ მოქმედი კურსით კი, მისი შეძენა 2.5026 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0052 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო დღეს , 2.6670 ლარი ღირს, გუშინ მოქმედი კურსით კი, მისი ღირებულება 2.6505 ლარი იყო. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0165 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან