2016-11-28 21:50:54, 2901 ნახვა
მსოფლიო
თავდასხმა ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტზე - დაჭრილია 10 ადამიანი
ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კამპუსზე თავდასხმის შედეგად სულ მცირე ათი ადამიანი დაიჭრა. სავარაუდო თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს, ერთ-ერთი დაზარალებულის მდგომარეობა კრიტიკულია.
Foxnews-ის ცნობით, თავდასხმა ორმა ადამიანმა განახორციელა, ერთი ცეცხლსასროლი იარაღით იყო შეიარაღებული, მეორეს კი დიდი დანა ეჭირა.
სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან