05:18 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-28 16:49:42, 2153 ნახვა

მსოფლიო
კიევის რაიონულ სასამართლოში უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის დაკითხვა მიმდინარეობს

კიევის რაიონულმა სასამართლომ უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის დაკითხვა დაიწყო, - ამის შესახებ იფნრომაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მედია საშუალების ცნობით, იანუკოვიჩი როსტოვის საოლქო სასამართლოში იმყოფება და კიევის სასამართლოს ვიდეოკავშირით ერთვება.

როგორც მედია წერს, დაკითხვისთვის 3,5 საათია გათვალისწინებული. უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი სახელმწიფო ღალატში ეჭვმიტანილად გამოცხადდა. 

მედიის ინფორმაციით, ვიქტორ იანუკოვიჩის ჩვენება ვიდეოტრანსლაციის საშუალებით 25 ნოემბერს უნდა მიეცა, თუმცა დაკითხვა გადაიდო დარბაზში საქმეზე ბრალდებული სპეცრაზმელების გამოუცხდებლობის გამო.  ბრალდებულთა სასამართლოში გადაყვანა აქციის მონაწილეების მიერ წინასწარი დაკავების იზოლატორის ბლოკირების გამო გახდა შეუძლებელი.

ცნობისთვის, უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის დაკითხვა 2014 წლის თებერვალში მაიდანზე აქტივისტების დახვრეტის საქმესთან დაკავშირებით უნდა ჩატარებულიყო. პროცესზე ბრალდებულია სპეცდანიშნულების რაზმის “ბერკუტის” 5 ყოფილი თანამშრომელი. მათ ბრალად ევრომაიდნის აქტივისტებისთვის ცეცხლის გახსნა ედებათ. 

აღნიშნულ საკითხზე ჩვენება უკვე მისცა მოქმედმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ. მისი დაკითხვა უკრაინის გენერალურ პროკურატურაში 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ამჟამად უკრაინის გენერალური პროკურატურა 8 საქმეს იძიებს, რომლებშიც ვიქტორ იანუკოვიჩი მთავარი ეჭვმიტანილია.

შეგახსენებთ, რომ კიევში 2014 წლის თებერვალში მომხდარ მოვლენებს 100-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics