14:31 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-28 15:32:07, 915 ნახვა

საზოგადოება
პროექტ „50 საჯარო მოხელის“ საუკეთესო 6 მონაწილე ინგლისში ერთთვიან სასწავლო კურსზე გაემგზავრა

საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის  საგანმანათლებლო პროექტ„50 საჯარო მოხელის“ 6 საუკეთესო მონაწილე ინგლისის  მენეჯმენტისა და ენის  საერთაშორისო კოლეჯში (MLS InternationalCollege) ერთთვიან სასწავლო  კურსზე -  ,,მენეჯმენტი, ლიდერობა, ადამიანური კაპიტალის მართვა და საქმიანი კომუნიკაცია“ გაემგზავრა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრიდან აცნობეს,  სწავლება სრულად ფინანსდება იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ.

პროექტი “50 საჯარო მოხელე“ ემსახურება იმ სტუდენტების პროფესიული და პიროვნული განვითარების ხელშეწყობას, რომლებსაც უკვე გადაწყვეტილი აქვთ, მომავალი კარიერა საჯარო სამსახურს დაუკავშირონ.

ცნობისთვის, კონკურსის წესით შერჩეული 50 ახალგაზრდა, 6 თვის განმავლობაში ინტენსიურ სასწავლო კურსს გადიოდა, რის შემდეგაც მათ იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ოთხთვიანი სტაჟირება დაიწყეს.

 პროექტის მონაწილე 50-ი ახალგაზრდიდან, 22-ი უკვე დასაქმებულია იუსტიციის სამინისტროს სისტემაში.

კონკურსში მონაწილეობა შეეძლო 21-25 წლის საქართველოს მოქალაქეს (ბაკალავრი).

რამდენიმე ეტაპიანი შესარჩევი კონკურსი მოიცავდა ტესტირებებს და გასაუბრებას. 

(NS)

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
წინანდლის მამულში ვარდობისთვე გაიმართება - პროექტის გენერალური სპონსორი და მხარდამჭერია SOLO
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics