|
2016-11-25 18:10:17, 1178 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ვიქტორ დოლიძემ შეკითხვა - საქართველოს ციხეებში არიან თუ არა პოლიტიკური პატიმრები, უპასუხოდ დატოვა
დღეს საქართველოს ციხეებში არიან თუ არა პოლიტიკური პატიმრები-„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირმა ნადირაშვილის ეს შეკითხვა „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილმა წევრმა, ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა ვიქტორ დოლიძემ უპასუხოდ დატოვა. დოლიძის თქმით, ამაყია, რომ 2012 წელს მან დაუჭირა მხარი აქტის მიღებას, რომლითაც ბევრი პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლდა: „ძალინ კარგად მესმის ინტერესი ჩემს საკითხთან დაკავშირებით, ქალბატონო, ირმა, და ძალიან სწორია. ქალბატონ სალომეს შევახსენებ- მე ოთხი წელი არ დამჭირვებია გადამეწყვიტა, პოლიტიკურად რომელ მხარეზე ვიქნებოდი. პოლიტიკაში მოსვლას საერთოდ არ ვაპირებდი, 8 წლის წინ მოვედი იმიტომ, რომ მოძალადე და ბოროტ რეჟიმს შევებრძოლე და მივიყვანე ეს საქმე ბოლომდე. ეს იყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. სხვათაშორის, ამ ხალხთან ერთად. პოლიტიკაში ეს იყო ჩემი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი. დანარჩენ თემებთან დაკავშირებით მე კომენტარი გაკეთებული მაქვს. რაც შეეხება პოლიტიკურ პატიმრებს, ერთი მახსოვს და მაყი ვარ, რომ ის აქტი, რაც 2012 წელს ამ პარლამენტმა მიიღო, მეც მივაჭირე მწვანე ღილაკს ხელი, ძალიან ბევრი პოლიტიკური პატიმარი იყო“,-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ. ირმა ნადირაშვილმა მას შეკითხვა-ახლა პოლიტიკური პატიმრები არიან თუ არა, გაუმეორა, თუმცა დოლიძემ არც ამჯერად უპასუხა. „ყველაფერს აქვს თავისი ფასი. თქვენი პოლიტიკური კარიერა ამით დასრულებულია.იმიტომ, რომ 5 ადამიანი დღეს თქვენს გამო ზის ციხეში.თქვენს უკან ზის კიდევ ერთი ადამიანი, მიხეილ გიორგაძე, რომელმაც ასეთივე სამარცხვინო პასუხი გამცა გიგი უგულავაზე, მაგრამ ბევრი ფული წაიღო სახლში „,-აღნიშნა ირმა ნადირაშვილმა. „ვერ მივიღებ მორალს თქვენგან“,-უპასუხა ვიქტორ დოლიძემ. შეგახსენებთ, “თავისუფალმა დემოკრატებმა” კოალიცია „ქართული ოცნება“ 2014 წლის 5 ნოემბერს დატოვეს. 4 ნოემბერს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თანამდებობიდან თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გადააყენა, რომელიც “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერი იყო. მინისტრების პოსტები საკუთარი სურვილით ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ დატოვეს. ალასანიას მინისტრობიდან დათხოვნას წინ უძღვოდა ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანის დაკავება. ირაკლი ალასანიამ მაღალჩინოსნების დაკავება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესთან ბრძოლას დაუკავშირა და მათი უდანაშაულობის დამტკიცებისათვის ბრძოლა დაიწყო. „თავისუფალი დემოკრატების“ უკვე ყოფილმა წევრებმა 5 მაღალჩინოსანის დაკავებას პოლიტიკური სარჩული მისცეს და განაცხადეს, რომ პროკურატურა ირაკლი ალასანიასა და მისი პარტიის წინააღმდეგ იარაღად გამოიყენეს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)