|
2016-11-25 17:54:24, 618 ნახვა
საზოგადოება
„ტრადიციით გამართლებული ძალადობა გოგონებსა და ქალებზე“ - ომბუდსმენმა საჯარო დებატები გამართა
საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა მორიგი საჯარო დებატები გამართა თემაზე: „ტრადიციით გამართლებული ძალადობა გოგონებსა და ქალებზე“. ომუდსმენის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში მოხსენებით წარსდგნენ ადგილობრივი ხელისუფლების, ჯანდაცვის სამინისტროს, არასამთავრობო სექტორისა და მუსლიმთა თემის წარმომადგენლები. საჯარო დებატების მთავარ განსახილველ საკითხს წარმოადგენდა ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია ქალის გენიტალიების დასახიჩრების შესახებ, რომლის შესწავლაც სახალხო დამცველმა საკუთარი ინიციატივით დაიწყო. შესწავლის პროცესში ყვარლის რაიონის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ სოფლებში სახალხო დამცველის რწმუნებულებს ადგილობრივმა მოსახლეობამ აღნიშნული ფაქტი დაუდასტურა, რაც თავად მოსახლეობამ რელიგიური და ტრადიციული წეს–ჩვეულებებით გაამართლა. „ყველა ჩვენგანისთვის მოულოდნელი და შემაშფოთებელი იყო ინფორმაცია ქალის გენიტალიების დასახიჩრების ფაქტებთან დაკავშირებით. დამეთანხმებით, რომ ეს არის ქალის ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, ფიზიკური ხელშეუხებლობისა და წამების აკრძალვის უკიდურესი უფლებადარღვევის ფორმა“, – ასე შეაფასა სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა გახმაურებული ფაქტის დეტალები. სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს მიერ 2014 წელს ხელმოწერილ ევროსაბჭოს კონვენციას „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასა და პრევენციაზე“, სადაც ცალკე მუხლი ეთმობა „ქალის გენიტალების დასახიჩრებას“. კონვენცია სახელმწიფოებს მოუწოდებს მიიღონ ყველა ზომა, რომ ქალთა და გოგონათა გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკა - როგორც განხორციელება, ისე წაქეზება, გარიგება ან იძულება იქნას კრიმინალიზებული, თუმცა ხაზი გაუსვა გარემოებას, რომ ამ დრომდე კონვენციის რატიფიცირება არ მომხდარა. სახალხო დამცველმა კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს დააჩქარონ რატიფიცირების პროცედურა. დებატებზე წარმოდგენილი იქნა ჯანდაცვის სამინისტროს ხედვა პრობლემის პრევენციის კუთხით, განხილული იქნა საევე სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების საკითხი, ადგილობრივი თვითმმართველობის როლი აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრისთვის და არასამთავრობო სექტორისა და სახალხო დამცველის რეკომენდაციები. ღონისძიებაზე მოხსენებით წარსდგნენ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენელი მარი ჯობავა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ვერა ბაზიარი, ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა განყოფილების უფროსი მაია ავაზაშვილი, ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი ელენე რუსეცკი და აღმოსავლეთ საქართველოს მუფთი იასინ ალიევი. ღონისძიებას მოდერაცია გაუწია ევროკავშირის პროექტის ხელმძღვანელმა ლევან მესხორაძემ. საჯარო დებატები სხვადასხვა აქტუალურ თემაზე იმართება ყოველ თვე და საზოგადოებას, სამთავრობო სტრუქტურებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, საშუალებას აძლევს განიხილონ მოსახლეობის პრობლემები. საქართველოს სახალხო დამცველის საჯარო დებატები დაფინანსებულია ევროკავშირის პროექტის „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ხელშეწყობა II“ მიერ.
მეუფე საბა ინწკირველი - დღევანდელი დღე არის ისტორიული. დიდი მოლოდინია, დიდი ინტერესია
ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში - სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა
„ოქროს მოსამართლე“ ხახალევა თბილისში ცხოვრობს; რუსეთი მისი აქტივების კონფისკაციას ითხოვს
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)