12:18 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-25 17:09:56, 658 ნახვა

საზოგადოება
ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ აქცია გაიმართა

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, „ქალთა ფონდი საქართველოში“-ს ორგანიზებით აქცია-მსვლელობა გაიმართა.

აქციის მონაწილეები თავისუფლების მოედანზე, პუშკინის სკვერში შეიკრიბნენ, შემდეგ კი, დროშებად აღმართული  კაბებით თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის შენობასთან გადაინაცვლეს. ისინი სკანდირებდნენ:  - „შეაჩერე ქალზე ძალადობა“; „დაისაჯოს ზიზის მკვლელი“.- და ა.შ.

მათი ძირითადი მოთხოვნა შემდეგში მდგომარეობს - შინაგან საქმეთა სამინისტრომ შექმნას სპეციალური დანაყოფი, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე ოპერატიულ  და  სწორ რეაგირებას მოახდენს.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი,  განსაკუთრებით  საქართველოში მცხოვრები ქალებისთვის“, - აცხადებს ორგანიზაცია „საფარის“ წევრი შორენა გაბუნია.

მისი თქმით, საჭიროა, რომ ხელისუფლება  ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის პროცესში მეტად იყოს  ჩართული.

„ჩვენს ქვეყანაში მცხოვრები ქალები მრავალმხრივ ჩაგვრას განიცდიან, ეს იქნება კულტურული, ეკონომიკური, სოციალური თუ რელოგიური მხარე. ძალიან მნიშვნელოვანია,  გაჟღერდეს ისეთი მესიჯები, რომლებიც  ხელისუფლებას გაუჩენს სურვილს, რომ  ქალთა მიმართ ძალადობის საქმეში უფრო მეტი ჩართულობა ჰქონდეს“, - განაცხადა შორენა გაბუნიამ.

მსვლელობის მონაწილეებს „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი, თამარ კორძაიაც შეუერთდა.

როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა კანონმდებლობაში მთელი რიგი ცვლილებები შეიტანა,  პრაქტიკაში დიდად არაფერი იცვლება.

„ვუერთდები ამ აქციას, მიუხედავად პარლამენტის მიერ კანონმდებლობაში შეტანილი მთელი რიგი ცვლილებებისა, პრაქტიკაში დიდად არაფერი იცვლება. ყოველი მესამე ქალი ისევ ძალადობის მსხვერპლია .ძალაინ მნიშვნელოვანია, რომ შსს-ში შეიქმნას ცალკე დანაყოფი, რომელიც ამ საკითხებზე იმუშავებს, გაიზარდოს სამართლადამცავი ოროგანოების მგრძნობელობა ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით. ეს  აკლიათ დღეს, როგორც სამართალდამცავ უწყებებს , ისე საზოგადოების წევრებს“, -განაცხადა თამარ კორძაიამ.

მან ასევე ტრანსგენდერი ქალების უფლებებზე ისაუბრა.

„ტრანგენდერი ქალები  განსაკუთრებული ჩაგვრის მსვერპლნი არიან  ჩვენს საზოგადოებაში და კიდევ უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო, რათა მათი უფლებებ იყოს დაცული. მათ ყოველდღიურად ბრძოლა უწევთ  სიცოცხლისთვის და თითოეული ჩვენგან  და  პირველ რიგში ხელისუფლება უნდა იყოს მათ გვერდით“, - აღნიშნა კორძაიამ.

მისივე განცხადებით,  მეცხრე მოწვევის პარლამენტმა ფემიციდის კრიმინალიზაცია უნდა მოახდინოს.

„როდესაც ფემიციდის კრიმინალიზაციის ინიცირება მოვახდინეთ, პარლამენტმა ვერ გაიაზრა რაში იყო საქმე. არ მოუნდათ იმის გააზრება , თუ რა არის  ხოლმე ქალის მკვლელობის მოტივი. ამბობდნენ, რომ მკველობა არის მკვლელობა. არ ვიცი მეცხრე მოწვევის პარლამენტი იმსჯელებს თუ არა ამ საკითხზე, მაგრამ ჩვენ უნდა მოვუწოდოთ რომ იმსჯელონ“. -დასძინა კორძაიამ.

ქალთა მიმართ ძალადობის  არმოფხვრას ქალებთან ერთად მამაკაცებიც ითხოვდნენ. მათ შორის იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ აღმასრულებელი დირექტორი ზვიად დევდარიანი.

„ზუსტად 2 წლის უკან, მსგავსი ტიპის აქცია იმართებოდა. მაშინ  უფრო მეტნი ვიყავით და იგივე პოზიცია გვქონდა. ძალადობა , რომელიც ხორციელდება ქალთა მიმართ არის დაუშვებელი და სახელმწიფო ინსტიტუტების როლი ამ ბრძოლაში  გამოკვეთილი უნდა იყოს. სამწუხაროდ, 2 წელი გავიდა და ისევ იმ პრობლემაზე ვსაუბრობთ. ეს მხოლოდ ქალთა საქმე არ არის,  სწორედ იმიტომ ვარ აქ , რომ კაცების ხმაც ისმოდეს.  როგორც პარლამენტს, ისე სხვა უწყებებსაც გავაგებინოთ ამ ყველაფრის შესახებ“, - განაცხადა ზვიად დევდარიანმა.

 

ფოტო რეპორტაჟი





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე საბა ინწკირველი - დღევანდელი დღე არის ისტორიული. დიდი მოლოდინია, დიდი ინტერესია
ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში - სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა
„ოქროს მოსამართლე“ ხახალევა თბილისში ცხოვრობს; რუსეთი მისი აქტივების კონფისკაციას ითხოვს
ყოფილი ცოლი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით სცემა, კაცი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics