01:45 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-11-25 13:10:37, 1279 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ინაშვილი გიორგაძეს: როცა ციხეში მოხვდებით, ბევრი დრო გექნებათ იფიქროთ, სწორად მოიქეცით, თუ არა

ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ სხდომაზე, ფრაქციის წევრმა, ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრობის კანდიდატი მიხეილ გიორგაძე მწვავედ გააკრიტიკა. ინაშვილმა  მიხეილ გიორგაძეს პირობა მისცა, რომ  საყდრისის აფეთქებასთან დაკავშირებით, პასუხს აგებინებს:

„ვის არ ვუჭერთ ჩვენ მხარს, ეს არის კულტურის მინისტრობის კანდიდატი ბატონი მიხეილ გიორგაძე. მან იცის ჩემი პოზიცია. მთავარი თემა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, საყდრისთან დაკავშირებული პროცესები და მოვლენებია, მართალია გიორგაძე თვლის, რომ სწორად მოიქცა და შემაშფოთებელია თქვენი განცხადება, რომ არ ნანობთ, რომ ხელი მოაწერეთ მაშინ იმ ბრძანებულებას და დღესაც დაუშვებდით მის აფეთქებას.თქვენი ბრძანებულებით, რომლის თანახმადაც, მოუხსენით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი საყდრისს, მეორე დღეს აფეთქდა საყდრისი, დაუშვით ამ ძეგლის განადგურება. არ დაგისვამთ კითხვას-გრძნობთ თუ არა პასუხისმგებლობას იმიტომ, რ ომ თქვენი განცხადებებიდან კარგად ჩანს, რომ თქვენ ამ პასუხისმგებლობას არ და ვერ გრძნობთ, ამიტომ ერთადერთი რამის დაპირება შემიძლია ამ სიმაღლიდან,  ისე, მერჩივნა ქვედა იარუსზე ვმჯდარიყავი, უფრო თავისუფლად ვისაუბრებდი,  გარწმუნებთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს თქვენ აგებთ პასუხს საყდრისის დანგრევის გამო და როცა ციხეში მოხვდებით,  ბატონო მიშა, მაშინ ბევრი დრო გექნებათ იფიქროთ, სწორად მოიქეცით, თუ არა, როცა იმ ბრძანებულებას მოაწერეთ ხელი.
ყველასათვის კარგადაა ცნობილი, რა განუკითხაობაა საქართველოს მუზეუმებსა და საცავებში. დაიტბორა ხელოვნების მუზეუმი. ფიქრობთ იმაზე, რომ ნადგურდება საცავები? უნიკალური ნივთები, ექსპონატები და ეს განადგურების პროცესი თითქმის ყველა საცავში მიდის? ასევე არაა დაცული არქეოლოგიური ბაზები საქართველოს მასშტაბით. დაინტერესდით ამით?სტატისტიკა გაქვთ საერთოდ მუზეუმები როგორ იძარცვება და რა ხდება ამ სფეროში?“,-მიმართა ირმა ინაშვილმა მიხეილ გიორგაძეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics